10:47:46     04-05-2013
„არ გვინდა კადრები!“

სოციალური ქსელით, გავრცელდა ვიდეო, რომელზეც გიორგი ფარესაშვილის პირადი სქესობრივი ცხოვრებაა ასახული.
ვიდეოს არაერთგვაროვანი გამოხმაურება მოჰყვა. საზოგადოების დიდი ნაწილი აღშფოთებას გამოთქვამს, ადამიანის პირად ცხოვრებაში ჩარევის გამო. მოითხოვენ შინაგან საქმეთა სამინისტრომ გამოიძიოს და დასაჯოს ვიდეოს გამავრცელებლები.
შსს-მ გაავრცელა განცხადება: „შინაგან საქმეთა სამინისტრომ, მოქალაქე გიორგი ფარესაშვილის პირადი ცხოვრების ამსახველი ვიდეო-მასალის ინტერნეტ სივრცეში გავრცელების ფაქტზე, გამოძიება დაიწყო.
სისხლის სამართლის საქმე, 157-ე მუხლის 1 ნაწილის საფუძველზე აღიძრა, რაც გულისხმობს „საქართველოს მოქალაქეთა პირადი ან ოჯახური საიდუმლოს ხელყოფას".
აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით, ქალაქ თბილისის მთავარი სამმართველოს ვაკე-საბურთალოს პოლიციის პირველ განყოფილებას განცხადებით, არასამთავრობო ორგანიზაცია „იდენტობის" ხელმძღვანელმა ნინო ბოლქვაძემ მიმართა. სისხლის სამართლის საქმე სწორედ მისი განცხადების საფუძველზე აღიძრა.
შს მინისტრი, ადამიანის პირადი ცხოვრების ხელყოფის ფაქტს სასტიკად გმობს და გიორგი ფარესაშვლის საქმე პირად კონტროლზე აჰყავს“.
დღეს, ამ ფაქტთან დაკავშირებით, მოქალაქეები პარლამენტის ძველი შენობის წინ, რუსთაველზე იკრიბებიან. 15:00-ზე მოქალაქეები კიდევ ერთხელ იტყვიან: „არ გვინდა კადრები!“.
0