შესაძლოა, დავით კირვალიძე დააკავონ შესაძლოა, დავით კირვალიძე დააკავონ />


  18:33:07     03-05-2013

შესაძლოა, დავით კირვალიძე დააკავონ

a24561.jpg

სოფლის მეურნეობის მინისტრი,  დავით კირვალიძე,  შესაძლოა დააკავონ. გავრცელებული ინფორმაციით, სოფლის მეურნეობის სამინისტროს დაკავებული მაღალჩინოსნების ჩვენებების საფუძველზე, შესაძლოა, გამოძიებას კირვალიძესთან შეკითხვები ჰქონდეს. არ არის გამორიცხული, რომ  ის მოწმის სტატუსით დაკითხვაზე დაიბარონ.

 კირვალიძემ,  სამინისტროში აღმოჩენილი კორუფციული სქემის შემდეგ,  თანამდებობა დატოვა. ამ წუთებში კი, თბილისის საქალაქო სასამართლოში, ორი დღის წინ დაკავებული სოფლის მეურნეობის სამინისტროს თანამშრომლების სასამართლო პროცესი მიმდინარეობს.

ადვოკატები, დღევანდელ პროცესზე,  აღმკვეთ ღონისძიებად არასაპატიმროს მოითხოვენ.  პროკურატურა დაკავებულებისთვის პატიმრობის შეფარდებას ითხოვს.

 როგორც ერთ-ერთი დაკავებულის ადვოკატმა, დავით ხაჟალიამ აღნიშნა, მისი დაცვის ქვეშ მყოფს, ასევე სხვა დაკავებულებს წარედგინათ ბრალი, სისხლის სამართლის კოდექსის 182-ე მუხლით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენაში, რაც თანხების მითვისებასა და გაფლანგვას გულისხმობს. მისივე ინფორმაციით, დაკავებულთაგან, რამდენიმეს ბრალი სხვა მუხლებითაც წარედგინათ. მისივე ინფორმაციით, 182-ე მუხლი მაქსიმალურ ზომად 11 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

 

0

ავტორი: