17:09:35     03-05-2013
უსუფაშვილი პრემიერს აკრიტიკებს

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე დავით უსუფაშვილი, ლაფანდყურის მოვლენებზე, ივანიშვილის განცხადებას აკრიტიკებს და აცხადებს, რომ ქვეყნის პრემიერი, საჯაროდ ხანდახან არა პოლიტიკოსივით საუბრობს.
უსუფაშვილი: ბატონი ბიძინა, ხშირად ამას თავადაც ამბობს ხოლმე და საჯაროდ ჩივის იმაზე, რომ საჯაროდ ხანდახან ზედმეტად ისე ვსაუბრობ ხოლმეო, არა პოლიტიკოსის ენითო. ჩემი აზრით, გამოიძიების დასრულებამდე, მსგავს საკითხებზე საუბრისას, სიფრთხილის გამოჩენაა საჭირო.
ოპოზიციაში ყოფნა, სულაც არ არის საჭირო იმისათვის, რომ ზოგადად რაღაც საკითხებში, შესაძლოა, მეც და თქვენც, ან ორივემ ერთად ან ცალ-ცალკე დავინახოთ ის, რომ შესაძლოა, სჯობდეს ასეთ საკითხებზე ცოტა უფრო ფრთხილი დამოკიდებულება. ვთვლი, რომ ამ ძალიან მტკივნეულ და მგრძნობიარე საკითხებზე, საერთაშორისო თვალსაზრისითაც და საშინაო თვალსაზრისითაც, ზოგადად სჯობს, ყველა დაველოდოთ გამოძიების მასალებს ანუ უტყუარ მტკიცებულებებს და მერე გამოითქვას ვარაუდები.
ზოგადად, ეს იქნება უკეთესი. სანამ უტყუარი მტკიცებულებები არ არის, ამ თემებზე საჯარო დებატები, არამგონია რამეს ან ვინმეს აძლევდეს ხელს. ან ახალ მთავრობას, ან ქვეყანას, ან ძველ მთავრობას.
0