16:48:40     03-05-2013
ივანიშვილი სოჭის ოლიმპიადას დაესწრება?

რუსულ სააგენტო "იტარტასთან" საუბრისას, ოლიმპიური კომიტეტის პრეზიდენტი, ლერი ხაბელოვი აცხადებს, რომ სოჭის ოლიმპიადის გახსნას ან დახურვას, საქართველოს პრემიერ-მინისტრი, ბიძინა ივანიშვილი დაესწრება.
რამდენიმე წუთის წინ კი, იგიბვე ხაბელოვი ქართველ ჟურნალისტებთან სატელეფონო კომენტარში აცხადებს, რომ აღნიშნული განცხადება, ბოლო დროს რუსეთთან ურთიერთობის დათბობის კონტექსტში გააკეთა. „როგორც ვიცი, რუსეთთან ურთიერთობა დათბობისკენ მიდის, ამ კონტექსტში, ვთქვი, რომ სავარაუდოდ, სოჭის ოლიმპიადაზეც იქნება პრემიერ-მინისტრი". – აცხადებს ხაბელოვი.
თავის მხრივ, პრემიერის პრესსამსახურში ირწმუნებიან, რომ სოჭის ოლიმპიადას ივანიშვილი არ დაესწრება. სოჭის ოლიმპიადის ირგვლივ, დღეს, კომენტარები ოპოზიციის წარმომადგენლებმაც გააკეთეს. „ლეიბორისტული პარტიის” ლიდერი შალვა ნათელაშვილი მიიჩნევს, რომ ოლიმპიადაზე ქართველმა სპორტსმენებმა მონაწილეობა არ უნდა მიიღონ.
როგორც დღეს გამართულ პრესკონფერენციაზე, ნათელაშვილმა განაცხადა, დაუშვებელია, ოლიმპიადაზე საქართველოს მონაწილეობა მაშინ, როდესაც ტერიტორიების 20 პროცენტი ოკუპირებულია. ნათელაშვილი ამბობს, რომ ამ ქმედებით, ქართული მხარე აღიარებს წართმეულ ტერიტორიებს, რაც მისი აზრით, სამშობლოს ღალატის ტოლფასია.
„ლეიბორისტები” მოუწოდებენ ოლიმპიურ კომიტეტს, არ გაითვალისწინოს პრემიერის გადაწყვეტილება და ქართულმა მხარემ მონაწილეობა არ მიიღოს სოჭის ოლიმპიადაზე.
0