ადეიშვილი: პრემიერის განცხადების მიზანი,  ქვეყნის მარგინალიზაციაა ადეიშვილი: პრემიერის განცხადების მიზანი, ქვეყნის მარგინალიზაციაა />


  16:53:23     03-05-2013

ადეიშვილი: პრემიერის განცხადების მიზანი, ქვეყნის მარგინალიზაციაა

a24555.jpg

პრემიერ-მინისტრის მიერ, ქვეყნის წინა ხელისუფლების ტერორისტებთან თანამშრომლობაზე გამოთქმული ეჭვები, ვფიქრობ, განზრახ გაკეთებული გზავნილებია, რაც ქვეყნის მარგინალიზაციას ისახავს მიზნად.

 კერძოდ ტერორისტულ ჯგუფებთან საეჭვო გარიგებებში მყოფი სახელმწიფო, ბუნებრივია ვერ იქნება ამერიკის და ევროპის ქვეყნების საიმედო პარტნიორი. ამიტომ, ამ განცხადების მიზანი, საქართველოს დასავლეთთან დაშორება უფროა, ვიდრე პრემიერ-მინისტრის ინტერესი, რომ რეალურად გამოძიებულ იქნას საქმე”,-  აღნიშნული განცხადება, სოციალურ ქსელ „ფეისბუქში“ იუსტიციის ყოფილი მინისტრის ზურა ადეიშვილის სახელით გავრცელდა.

 მიმართვაში აღნიშნულია, რომ „პრემიერის გულწრფელობა გულუბრყვილოდ რომც დავიჯეროთ, რეალურად გამოძიებით დაინტერესებული ხელისუფალი, საჯაროდ განცხადებას ეჭვების არსებობის შესახებ არ უნდა აკეთებდეს, მით უმეტეს ისეთ საქმეზე რომელიც ტერორისტებთან კავშირებს გულისხმობს“.

„თუმცა დარწმუნებით შემიძლია განვაცხადო, რომ თვითონაც კარგად იცის, არაფერია გამოსაძიებელი. ეს განცხადებები კი, მიზანმიმართული გზავნილებია, რომელიც ჩემდა და ქვეყნისდა სამწუხაროდ ამჟამად არამხოლოდ წინა ხელისუფლების და შესაბამისად ნაციონალური მოძრაობის საწინააღმდეგოდ არის გაკეთებული, არამედ ქვეყნის მრავალგზის გაცხადებული საგარეო ორიენტირების დასაზიანებლად.

მე მოხარული ვიქნები, თუ ეს ფაქტი არ მიეცემა მივიწყებას და მუდმივად იქნება ამ საკითხზე აპელირება, არამარტო პოლიტიკოსების, არამედ საზოგადოების მხრიდან, რომელმაც აუცილებლად უნდა დაინახოს ამ განცხადებებში ჩადებული ნაღმები და საფრთხეები.

 პრეზიდენტის შეერთებულ შტატებში ჩასვლა, დროული იყო. როგორც ჩემთვის ცნობილია, მას არაერთი კითხვა დაუსვეს პრემიერ-მინისტრის განცხადებებზე. საქართველომ დაუდასტურა აშშ-ს რომ ტერორისტებთან ბრძოლაში ის კვლავინდებურად საიმედო პარტნიორია.

 შეერთებულმა შტატებმა პრემიერის განცხადებები ტერორიზმის თვალსაზრისით არასერიოზულად ჩათვალა, არც ერთი საგამოძიებო ორგანო დაინტერესებულა, რადგან მათთვის უკვე ნათელია, რომ საქართველოს პრემიერის ეს განცხადება იყო პოლიტიკური და არა რეალურ ფაქტებზე დაყრდნობილი, თუმცა როგორც ჩემთვის ცნობილია სახელმწიფო დეპარტამენტი ამ განცხადებით სულ სხვა კუთხით დაინტერესდა, რაზეც ზემოთ მოგახსენეთ და აუცილებელია საზოგადოების ყურადღება. გმადლობთ“,- აღნიშნულია განცხადებაში. 

0

ავტორი: