14:02:15     03-05-2013
ოზურგეთში მომხდარი ინცინდენტი, ურთიერთშელაპარაკების ნიადაგზე მოხდა
![a24552.jpg](http://presa.ge/img/multimedia/a24552.jpg)
შინაგან საქმეთა სამინისტროსთვის, ოზურგეთში მომხდარ ინციდენტში ეჭვმიტანილის ვინაობა ცნობილია.
„პრესა.ჯი“-ს ინფორმაციით, ამ წუთებში, პოლიცია ეჭვმიტანილის დაკავებას ცდილობს. ამ დროსითვის არსებული ინფორმაციით, ადგილობრივი ბიზნესმენების ლევან კობალაძისა და რევაზ მახარაძის დაჭერას წინ უძღოდა ეჭვმიტანილთან დაძაბული საუბარი და ურთიერთშელაპარაკება.
ლევან კობალაძე ფეხის არეში დაიჭრა, ხოლო რევაზ მახარაძე ხელში. ორივე მათგანი, ოზურგეთის რაიონის საავადმყოფოში არიან მოთავსებულნი. ლევან კობალაძე, ოზურგეთში სუპერმარკეტების რამდენიმე ქსელს და პურ-საცხობს ფლობს.
შემთხვევა გამთენიისას 03:30 ოზურგეთის ცენტრში მოხდა.
0