13:06:56     17-01-2011
ხაჭოიანი კვერები
მასალა: 200 გრამი ხაჭო, 2 ცალი კვერცხი, 1 ჩაის ჭიქა შაქრის ფხვნილი, 200 გრამი არაჟანი, ფქვილი, რამდენსაც შეიზელს, ვანილი – გემოვნებით.
კარგად გავთქვიფოთ კვერცხი შაქრის ფხვნილთან ერთად, დავამატოთ ხაჭო. არაჟანში შევურიოთ სოდა - გახსნილი ძმარში და ეს ყველაფერი კარგად ავურიოთ. დავამატოთ ვანილი, ცოტა მარილი, ფქვილი და მოვამზადოთ სქელი არაჟნის სისქის ცომი. გაცხელებულ ტაფაზე დავასხათ ზეთი და ზედ სადილის კოვზით მოვათავსოთ თითო-თითო ცომი, რომლებსაც პატარა კვერების ფორმა ექნება. დავახუროთ სახურავი და როცა გამოცხვება, გადავაბრუნოთ. სახურავის დაფარება აღარ უნდა.
ასეთი კვერები შეიძლება სუფრაზე მივიტანოთ არაჟანთან ან რომელიმე მურაბასთან ერთად. 0