თაფლის ტორტი თაფლის ტორტი />


  13:06:18     17-01-2011

თაფლის ტორტი

a3127.jpg

მასალა: 2 სუფრის კოვზი თაფლი, 2 ცალი კვერცხი, 150 გრამი კარაქი, 2 ჩაის ჭიქა შაქრის ფხვნილი, 500 გრამი არაჟანი, ფქვილი – რამდენიც დასჭირდება, 1 სუფრის კოვზი მაგარი ღვინო, ვანილი – გემოვნებით

 

ორი სუფრის კოვზი თაფლი მოვათავსოთ ქვაბში და დავდგათ ნელ ცეცხლზე. ადუღებისთანავე თაფლში ჩავყაროთ ნახევარი ჩაის კოვზი საჭმელი სოდა. გადმოვდგათ ცეცხლიდან და გავაგრილოთ. გაციებულ თაფლს შევურიოთ კარგად ათქვეფილი ორი კვერცხი, კარაქი ან მარგარინი, 1 ჩაის ჭიქა შაქრის ფხვნილი და კარგად ავთქვიფოთ. ბოლოს დავაყაროთ ფქვილი და მოვზილოთ ნაზი ცომი. ცომი გავყოთ ხუთ ტოლ ნაწილად, თითოეული მრგვლად გავაბტყელოთ და გამოვაცხოთ ცხიმწასმულ ტაფაზე. ფირფიტა არ უნდა დაგვეწვას და უნდა იყოს რაც შეიძლება ღია ფერის. ფირფიტები გავაგრილოთ, გვერდები კოხტად შემოვაჭრათ, ნაჭრები დავფშვნათ ტორტზე მოსაყრელად. კრემისათვის ავიღოთ ცივი არაჟანი, დიდხანს ვთქვიფოთ, დავაყაროთ ერთი ჩაის ჭიქა შაქრის ფხვნილი და გავაგრძელოთ თქვეფა, ვიდრე ერთგვაროვან ფუმფულა მასას არ მივიღებთ. დავამატოთ ვანილი და ცოტა მაგარი ღვინო. თითოეულ ფირფიტას წავუსვათ კრემი, ერთმანეთზე დავალაგოთ და ბოლოს მოვაყაროთ დაფხვნილი მასა. ტორტი სამი-ოთხი საათით შევდგათ მაცივარში. ფირფიტები ერთნაირად გაიჟღინთება და ტორტი გემრიელი და ნაზი გამოვა.

0

ავტორი: