დავითაშვილის მორიგი სკანდალი დავითაშვილის მორიგი სკანდალი />


  12:10:44     01-05-2013

დავითაშვილის მორიგი სკანდალი

a24512.jpg

კობა დავითაშვილი ტელეკამერებში მოსახვედრად, ძალ-ღონეს არ იშურებს. დეპუტატი „ქართული ოცნებიდან“,  სკანდალებში ნებსით თუ უნებლიეთ, დღე გამოშვებით მაინც ეხვევა. „უძღები კობა“ ამჯერად მშვიდობიან მომიტინგეებს გადაეკიდა. 

სიტყვიერი დაპირისპირება, დღეს, ქუთაისის პარლამენტთან შეკრებილ ახალგაზრდებსა და „ოცნების“ დეპუტატს შორის მოხდა. 

„ნუ წაგვართმევ პარლამენტს“, - ამ მოწოდებით საინიციატივო ჯგუფის წევრები, პარლამენტთან აქციას დილიდან მართავენ, როგორც ჩანს, ამ მოწოდებამ უმრავლესობის წევრი გააღიზიანა და აქციის მონაწილეებს „ახალაიები“ ეძახა. 

„თქვენ ახალაიები" - მიმართა დავითაშვილმა აქციის მონაწილეებს, რომლებმაც დეპუტატს ასევე სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენეს. 

პარლამენტის, ქუთაისში დარჩენის მოთხოვნით, მოსახლეობა პერმანენტული აქციების გამართვას გეგმავს. მათი თქმით,  პარლამენტი ქუთაისისთვის სასიცოცხლო მნიშვნელობისაა.

0

ავტორი: