11:20:56     01-05-2013
„პრემიერმა შემოგვითვალა, თუ პოლიტიკურად შემაწუხებთ, დაგიჭერთო"

„ეს პროცესი დაიწყო დეკემბერში. შეშფოთების საფუძველია არა გამოძიება, არამედ ამ ყველაფრის ანატომია. პრემიერ-მინისტრი ძალიან გაბრაზდა დასავლურ პრესაში დაბეჭდილ ერთ-ერთ პუბლიკაციაზე და საჯაროდ განაცხადა, რომ ვიცით, ვინ დგას ამის უკან. ეს არის ბოკერიაო და იქვე დაგვემუქრა, გამოძიებას ჩავატარებთო. შეუძლიათ გამოიძიონ ყველაფერი, მაგრამ პრეტენზიებს, რომ სახსრები პრიორიტეტების მიხედვით არ იყო დახარჯული, ფუნდამენტურად არ ვეთანხმები.
პოლიტიკურადაც არ ვეთანხმები, რომ არაღიარება, ნატოს მიმართულება, შტატებთან დაახლოება და საქართველოს ინტერესების ლობირება არ უნდა ყოფილიყო ამ უწყების პრიორიტეტი. სისხლის სამართლებრივ დევნაზე საუბარი საერთოდ აბსურდად მიმაჩნია, მაგრამ ეს არ არის ჩემი კომპეტენცია, ისინი იძიებენ. ჩემი აზრით, ყველა ეს ბუნდოვანი ბრალდება უსაფუძვლოა", - განაცხადა ბოკერიამ.
„პრემიერმა ბევრჯერ შემოგვითვალა, რომ თუ პოლიტიკურად შემაწუხებთ, მაშინ დაგიჭერთო. საგარეო კურსსა და ქვეყნის უსაფრთხოების საკითხზე თანამშრომლობა ვერ შედგა, რადგან ზედაპირზე დევს, რა არჩევანი გააკეთა პრემიერ-მინისტრმა. მას ჰქონდა მკაფიო პოზიცია, რომ ჩვენთან საქმის დაჭერა არ უნდოდა. ჩემი აზრით, ესაა მძიმე შეცდომა, რადგან საქმე ეხება ქვეყნის ინტერესებს. პრემიერ-მინისტრს შეხვედრაზე ისიც შევთავაზე, უშიშროების საბჭოც შევკრიბოთთქო, მაგრამ ამ წინადადებას არანაირი ენთუზიაზმი არ მოჰყოლია აღნიშნულ საკითხებზე“ -განაცხადა ბოკერიამ.