15:33:40     30-04-2013
გუგავა: არჩევნების გაყალბებაში პოლიცია მონაწილეობდა

„არჩევნები ტოტალურად გაყალბდა“,- აღნიშნული განცხადება „ლეიბორისტული პარტიის“ ერთ-ერთმა წევრმა და შუალედურ არჩევნებში ნაძალადევის მაჟორიტარობის ყოფილმა კანდიდატმა “ITV”-ს მედიაკლუბში სტუმრობისას გააკეთა.
გუგავა აცხადებს, რომ შუალედური არჩევნები იგივე მეთოდებით გაყალბდა, როგორც ეს წლების მანძილზე ხდებოდა.
გიორგი გუგავა: არჩევნები ჩატარდა იგივე საარჩევნო სიებით, ხელოვნურად გაზარდეს ამომრჩეველთა რაოდენობა. არ შეცვლილა საარჩევნო ადმინისტრაცია, იყო გამოყენებული ყალბი პირადობის მოწმობები. ამ არჩევნებსაც იგივე ავადსახსენებელი კოორდინატორები აკვირდებოდნენ, რომლებიც შედეგების გაყალბებას ორგანიზატორობას უწევდნენ. მოუწოდებ გახსნან ბიულეტინები და საარჩევნო სიები და თქვენ ნახავთ რამდენი მკვდარისულია სიაში შეყვანილი, რომლებსაც ხმა ხელისუფლებისთვის ან მისი სატელიტი კანდიდატისთვის აქვს მიცემული. ამ ქვეყანაშიც არ ასვენებდნენ ამ ხალხს ახლა კი საიქიოდანაც მოაბრუნეს.
მაჟორიტარობის ყოფილი კანდიდატი, ირწმუნება, რომ არჩევნების ტოტალურად გაყალბების საქმეში, პოლიციაც იყო ჩართული.
„დადიოდნენ კარდაკარ და ემუქრებოდნენ მოსახლეობას, თუ არ მიიღებდნენ არჩევნებში მონაწილეობას და ხმას მათთვის სასურველ კანდიდატს არ მისცემდნენ სამსახურებს დაკარგავდნენ. რომ გაუჭირდათ ისიც კი იკადრეს, რომ თბილისის სხვადასხვა რაიონიდან მოსახლეობა ნაძალადევის საარჩევნო ოლქებში მიიყვანეს და ხმა მიაცემინეს. ზუსტ მონაცემებს გეუბნებით, რომ თითეული ხმის სანაცვლოდ 50 ლარი გადაიხადეს“,- დასძინა გუგავამ და იქვე აღნიშნა, რომ არჩევნების გაყალბების შესახებ, ინფორმაციას უცხოელ თანამეგობრობას მიაწვდიან.
ამასთან „ლეიბორისტული პარტიის“ წევრი კახა კუკავას პარტიას მოსყიდულს უწოდებს. როგორც გუგავამ აღნიშნა, „თავისუფალი საქართველოსთან“ ერთად რამოდენიმე ადამიანიც ივანიშვილის ფულზე გაიყიდა.
გუგავას თქმით, ქვეყანაში „გაპადოშება“ აქტიუარდ მიმდინარეობს.
„გაიყვანეს საპატიო მეორე ადგილზე, იმ პირობით, რომ არჩევნების „დემოკრატიულად“ ჩატარება ეღიარებინათ და გამარჯვებული ძალისთვის მიელოცათ. ზოგს რკინიგზა ჩააბარეს სახრავად, ზოგიც უხვად დააფინანსეს. დღეს ეს ხელის ბიჭები ხოტბა-დიდებას აღავლენენ ივანიშვილის მიმართ. შედეგმაც არ დააყოვნა, ბატონი კუკავას მარჯვენა ხელი გია ყურუაშვილი საქართველოს რკინიგზაში სარფიან თანამდებობაზე დანიშნეს“,- განაცხადა გიორგი გუგავამ.
პრესა.ჯი დაინტერესდა, არჩევნებში მიღებული პროცენტების გათვალისწინებით, კვლავ იბრძოლებდა თუ არა შალვა ნათელაშვილი პრეზიდენტობისთვის.
კითხვის კომენტირებისას გუგავამ აღნიშნა, რომ პირველი ლეიბორისტი, საპრეზიდენტო კანდიდატი იქნება, მანამდე კი პარტია ხალხის გამოღვიძებას გააგრძელებს.
„ბატონ შალვას, არასდროს გაუყიდია საკუთარი ქვეყანა ფულზე. ერთადერთი კანდიდატი ვისაც ქვეყნის ხსნა შეუძლია შალვა ნათელაშვილია“,- განმარტა მან და იქვე დასძინა, რომ ბოლო არჩევნებზე მოსახლეობამ საარჩევნო უბნებზე არ მისვლით ჩუმი პროტესტი გამოხატა.
გუგავას განცხადებით, „რეჟიმის წინააღმდეგ“ პერმანენტული აქციების გამართვა გარდაულაია.
0