ბარბარე რაფალიანცის საქმეზე დასკვნის  მოთხოვნით პრემიერის ბიზნეს-ცენტრთან აქცია გაიმართება ბარბარე რაფალიანცის საქმეზე დასკვნის მოთხოვნით პრემიერის ბიზნეს-ცენტრთან აქცია გაიმართება />


  23:16:22     29-04-2013

ბარბარე რაფალიანცის საქმეზე დასკვნის მოთხოვნით პრემიერის ბიზნეს-ცენტრთან აქცია გაიმართება

a24492.jpg

მოძრაობა „პატრიოტები“ ხვალ, 30 აპრილს, პრემიერ-მინისტრის ბიზნეს-ცენტრთან საპროტესტო აქციას გამართავენ და ბარბარე რაფალიანცის გარდაცვალებასთან დაკავშირებით დასკვნას მოითხოვენ.

როგორც მოძრაობის „ფეისბუქის“ გვერდზე გამოქვეყნებულ განცხადებაშია ნათქვამი, პრემიერის ბიზნეს-ცენტრთან აქციის გამართვა იმიტომ გადაწყვიტეს, რომ დღევანდელი მთავრობის ერთპიროვნული მმართველი სწორედ ბიძინა ივანიშვილია.

„უკვე 7 თვე გავიდა იმ საზარელი შემთხვევიდან და სამართალდამცავ ორგანოებს დღემდე არ აქვთ დასკვნა ამ შემთხვევასთან დაკავშირებით, იმ დროს, როდესაც მანანა ბერიკაშვილმა პირდაპირ და უაპელაციოდ დაადანაშაულა „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“ მკვლელობის ჩადენაში, რის წყალობითაც იგი დღეს არის სახელმწიფო ჩინოვნიკი.

ჩვენი მოძრაობა სამშაბათს, 30 აპრილს,18:00 საათზე გამართავს საპროტესტო აქციას პრემიერ-მინისტრის ბიზნეს-ცენტრთან, ვინაიდან მიგვაჩნია, რომ პრემიერ მინისტრი არის დღევანდელი მთავრობის ერთპიროვნული მმართველი და სწორედ მას მოვთხოვთ ბარბარე რაფალიანცის გარდაცვალებაზე შედეგების დადებას ამ ფაქტიდან 7 თვის თავზე.

ასევე მოვითხოვთ მანანა ბერიკაშვილი დაჯდეს საჯარო პრესკონფერენციაზე და გასცეს პასუხი ჟურნალისთა და არასამთავრობო ორგანიზაციათა კითხვებს “- ნათქვამია მოძრაობა „პატრიოტების“ მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

0

ავტორი: