პრეზიდენტი უსაფრთხოების დოქტრინაზე თავდაცვის მინისტრის განმარტებებს მიესალმება (ვიდეო)
მიხეილ სააკაშვილი უსაფრთხოების დოქტრინასთან დაკავშირებით
გუშინ თავდაცვის მინისტრის მიერ გაკეთებულ განცხადებას გამოეხმაურა, რომლითაც ირაკლი
ალასანიამ უარყო ის, რასაც ბიძინა ივანიშვილი აცხადებდა ამ დოკუმენტში რუსეთთან მიმართებაში
რიტორიკის შერბილების შესახებ. თავდაცვის მინისტრის თქმით, მსგავსი ცვლილება დოკუმენტში
არ შესულა.
მიხეილ სააკაშვილი, რომელმაც მთავრობის წევრებს გუშინ მოუწოდა რეაგირება მოეხდინათ
პრემიერის განცხადებაზე, რომელიც ივანიშვილმა „რუსთავი2“-ის ეთერში გააკეთა, მიესალმება
ალასანიას მხრიდან განმარტების გაკეთებას და აცხადებს, რომ ამ ეტაპზე, სახეზეა რეალობა: რუსეთს ოკუპირებული
აქვს ჩვენი ტერიტორიები, აძლიერებს ბაზებს, მუდმივად ემზადება საქართველოს წინააღმდეგ
აგრესიისთვის, სურს საბჭოთა კავშირის აღდგენა და მისთვის მიუღებელია საქართველოს დამოუკიდებლობა,
და ამიტომ რაიმე პოზიციის ცვლილებაზე საქართველოს
ხელისუფლების მხრიდან საუბარი წარმოუდგენელია.
0