მინისტრი, რომელზეც პრემიერი საუბრობდა, შესაძლოა, დავით კირვალიძეა? მინისტრი, რომელზეც პრემიერი საუბრობდა, შესაძლოა, დავით კირვალიძეა? />


  18:45:11     27-04-2013

მინისტრი, რომელზეც პრემიერი საუბრობდა, შესაძლოა, დავით კირვალიძეა?

a24463.jpg

რისთვის ამზადებს საზოგადოებას ივანიშვილი და რომელი მინისტრის გათავისუფლებაზე საუბრობდა პრემიერი გუშინ გადაცემა „პოზიციაში“?

„ქართული ოცნების“ უმაღლეს ეშელონებში მიმდინარე კულუალური საუბრებიდან გამომდინარე, პორტალ  „პოლიტიკოსათვის“ ცნობილი გახდა, რომ საუბარია სოფლის მეურნეობის მინისტრ დავით კირვალიძეზე. სავარაუდოდ ივანიშვილი მას უახლოეს მომავალში „ამხელს“ კორუფციაში და არ არის გამორიცხული, რომ საქმეში პირდაპირ პროკურატურა ჩაერთოს - წერს პორტალი. 

„როგორც „ოცნების“ ეშელონებში ჩურჩულებენ, ივანიშვილის სოფლის მეურნეობის პროგრამამ სრული კრახი განიცადა, მასზე დიდი ფული დაიხარჯა, მათ შორის არა მხოლოდ საბიუჯეტო, მაგრამ სასურველი შედეგი არ დადგა. ამიტომ ახლა განტევების ვაცს ეძებენ, რათა არჩევნებამდე სოფლებში უხვად დარიგებული საოცნებო დაპირებების ვერ შესრულება არა პრემიერ ივანიშვილსა და მთლიანად „ქართულ ოცნებას“, არამედ ვინმე კონკრეტულ „დამნაშავეს“ დაბრალდეს. 

სავარაუდოდ კირვალიძეს კორუფციულ გარიგებებში დასდებენ ბრალს. ის თუ რა სიმძიმისა იქნება მის მიმართ წამოყენებული ბრალდებები ჩვენთვის ამ ეტაპზე უცნობია, თუმცა ცნობილია ის, რომ პროკურატურაში ამ ბრალდებების მომზადებაზე უკვე კარგა ხანია სპეციალური ჯგუფი მუშაობს. მიუხედავად ბრალდებათა სიმძიმისა თუ მრავალფეროვნებისა, სოფლის მოსახლეობისთვის ოცნებების ჯერ-ჯერობით ვერ შესრულებისთვის „დამნაშავე“ უკვე შერჩეულია - წერს „პოლიტიკო“.

0

ავტორი: