16:33:48     27-04-2013
პრეზიდენტი: ჩვენთვის ნატო ახლა ჰაერივით აუცილებელია... (ვიდეო)

„ნატო ახლა საქართველოსთვის ჰაერივით აუცილებელია“ - განაცხადა აშშ-ში ვიზიტად მყოფმა საქართველოს პრეზიდენტმა ამერიკის ვიცე-პრეზიდენტ ჯოზეფ ბაიდენთან შეხვედრის შემდეგ.
„მე დღეს მქონდა ვრცელი საუბარი ამერიკის ვიცე-პრეზიდენტთან იმ საკითხებზე, რომელიც ეხება საქართველოს ნატო-ში ინტეგრაციის დაჩქარებას, აშშ-სთან თავისუფალი ვაჭრობის ხელშეკრულებას. ეს არის ის დაპირებები, რომელიც შარშან პრეზიდენტ ობამასგან მივიღეთ. ვიცე-პრეზიდენტმა აღმითქვა, რომ ამერიკას არ მივუტოვებივართ და ეს ჩემთვის პირადად ძალიან მნიშვნელოვანია და მთლიანობაში მე ვფიქრობ, რომ ჩვენ ამ საკითხებზე უნდა გავაგრძელოთ ინტენსიური მუშაობა საქართველოს მთავრობასთან, რათა ჩემი პრეზიდენტობის დარჩენილ ვადაში დავეხმარო საქართველოს ამ საკითხების ამერიკასთან ერთად დაჩქარებაში და წინ წაწევაში. ჩვენთვის ნატო ახლა არის ჰაერივით აუცილებელი“ - განაცხადა პრეზიდენტმა.
0