„ნაციონალური მოძრაობა“ ივანიშვილისგან პასუხს მოითხოვს: ვინ და როგორ შეცვალა უსაფრთხოების საგარეო დოქტრინა „ნაციონალური მოძრაობა“ ივანიშვილისგან პასუხს მოითხოვს: ვინ და როგორ შეცვალა უსაფრთხოების საგარეო დოქტრინა />


  15:16:51     27-04-2013

„ნაციონალური მოძრაობა“ ივანიშვილისგან პასუხს მოითხოვს: ვინ და როგორ შეცვალა უსაფრთხოების საგარეო დოქტრინა

a24460.jpg

„ნაციონალური მოძრაობა“ აპირებს პასუხი მოსთხოვოს პრემიერ-მინისტრს იმ განცხადებების გამო, რომლებიც ბიძინა ივანიშვილმა გუშინ რუსთავი2-ის ეთერში გააკეთა.

„ნაციონალური მოძრაობის“ გენერალური მდივანი ამბობს, რომ გუშინ პირველად ივანიშვილმა აღიარა, რომ მან შეცვალა ქვეყნის უსაფრთხოების საგარეო დოქტრინა, ამიტომ ოპოზიციის საპარლამენტო ფრაქცია ამ დღეეში აპირებს პასუხის მოითხოვოს - თუ რას გულისხმობდა ივანიშვილი. მერაბიშვილი აცხადებს, რომ  ასეთი გადაწყვეტილების მიღება სახალხო განხილვის გარეშე არ შეიძლება. 

„რაც შეეხება ბოევიკების მომზადებასთან დაკავშირებით გაკეთებულ განცხადებას, სრული პასუხისმგებლობით ვაცხადებ, რომ ეს სიცრუეა. საქართველო პატარა ქვეყანაა და არ შეიძლება აქ რამე დაიმალოს. ამ ფონზე რუსეთისთვის გულის მოსაგებად ან ოპონენტთა წინააღმდეგ ქვეყნისთვის ზიანის მიყენება არის გამოუცდელი პოლიტიკოსის განცხადებები“ - განაცხადა მერაბიშვილმა. 

შეგახსენებთ, გუშინ ივანიშვილმა აღიარა, რომ ახალმა ხელისუფლებამ შეცვალა საქართველოს უსაფრთხოების დოქტრინა, რომელიც რუსეთთან მიმართებაში, ივანიშვილის თქმით, შერბილებულია. პრემიერმა ასევე არ გამორიცხა, რომ საქართველოს, შესაძლოა, ტერორისტებს მართლაც ამზადებდა. ბიძინა ივანიშვილის ეს განცხადებები რუსულმა მედიამ მაშინვე აიტაცა და ის დღევანდელი გამოცემების ერთ-ერთი მთავარი თემაა.

 

0

ავტორი: