12:52:26     27-04-2013
„უძღები კობას“ ბედს, ივანიშვილი დღეს გადაწყვეტს?

„ურჩი კობას“ ბედი სავარაუდოდ დღეს გადაწყდება. ამ წუთებსი პრემიერ-მინისტრი ივანიშვილი სოლოლაკის ბიზნესცენტრში პარლამენტის ჯანდაცვის კომიტეტის ხელმძრვანელს დიმიტრი ხუნდაძეს ხვდება.
შეხვედრის მთავარი თემა შესაძლოა, კობა დავითაშვილის მიერ ჯანდაცვის სფეროსთან დაკავშირებით გამოთქმული ბრალდებები იყოს. ბიზნეს-ცენტრის შენობაში იმყოფება ჯანდაცვის მინისტრიც.
"კობაზე გაბრაზებული ვარ. კობასთან იყო ძალიან მკაცრი საუბარი, მას ვუთხარი, თუ ის ისევ ასე გააგრძელებს, დავაყენებ მის საკითხს პოლიტსაბჭოზე, , - განაცხადა ბიძინა ივანიშვილმა ნინო შუბლაძის გადაცემა "პოზიციაში" და დასძინა, რომ „კობა ცდილობს ოპოზიციაში გადაცურდეს“.
რამდენიმე დღის წინ, კობა დავითაშვილი ივანიშვილის ფავორიტ ჯანდაცვის მინისტრს დაუპირისპირდა. მან სერგეენკოს სადაზღვევო სისტემა დაუწუნა და კორუფციაში დაადანაშაულა. სერგეენკომ დავითაშვილისგან ბოდიშის მოხდა მოითხოვა. დავითაშვილმა ბოდიში პირდაპირ არ მოიხადა და თქვა რომ პოზიციას არ იცვლის, თან „ოცნებიდან“ წასვლასაც არ აპირებს.
0