თათარბერაკი თათარბერაკი />


  12:37:40     16-01-2011

თათარბერაკი

a3118.jpg

თათარბერაკი ძველი მესხური კერძია. მიირთმევენ მაწონთან ერთად. მისი მომზადების წესი ასეთია:

ოთახის ტემპერატურის წყლით და მარილით მოზილეთ მაგარი ცომი, შემდეგ ცოტა ხანი დაასვენეთ, ამოაგუნდავეთ და გაშალეთ. გაშლილ გუნდას მოაყარეთ ბევრი ფქვილი და დანით გაჭერით ჯერ მთელ სიგრძეზე და შემდეგ წვრილად სიგანეზე რომბებივით, ისე, როგორც გოზინაყს ვჭრით. ასე გამზადებული ცომი ჩაყარეთ მარილიან მდუღარე წყალში და როცა მოიხარშება, გადაწურეთ. მოასხით ერბოში შემწვარი ხახვი და დანაყილი ნიორი.

 

0

ავტორი: