16:59:38     26-04-2013
ნადირაშვილი: არ შეიძლება გადაწყვეტუილება პოლიტიკური ოპონენტების ჯინაზე მიიღო

„ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ წევრები ბათუმის ტექნოლოგიური უნივერსიტეტის შენობის მერიისთვის გადაცემის ფაქტს, მთავრობის შეზოფრენიას უწოდენენ და აღნიშნულს მიხეილ სააკაშვილის წინააღმდეგ მიმართულ კიდევ ერთ ნაბიჯად აფასებენ.
ოპოზიციის წევრი ზურა ჯაფარიძე ამბობს, რომ ხელისუფლება ცდილობს წინა ხელისუფლების ყველა პროექტი დააკნინოს.
ჯაფარიძე: ეს არის მცდელობა, დააკნინონ, გადააკეთონ ყველაფერი, მათ შორის არქიტექტურული შენობები,რომელიც წინა ხელისუფლებიდან დარჩა. ამას ახსნა არ აქვს.ეს ხომ არ არის ეკონომიკური გათვლა ან უკეთესი პრიორიტეტების არჩევა? ეს არის ჩვეულებრივი შიზოფრენია მეტი არაფერი.
დეპუტატი ირმა ნადირაშვილი მიიჩნევს, რომ ივანიშვილი ბათუმელ სტუდენტებს საერთაშორისო დონის სასწავლებელს ართმევს.
როგორც „პრესა.ჯი“-ს საპარლამენტო უმცირესობის წევრმა განუცხადა, ბათუმის მერიამ გადაწყვიტა, რომ სტუდენტების ნაცვლად მათი სამუშაო მდგომარეობა გაუმჯობესდეს.
„არ შეიძლება გადაწყვეტუილება მიიღო პოლიტიკური ოპონენტების ჯინაზე, როგორც ეს მოხდა ტექნოლოგიური უნივერსიტეტის შემთხვევაში. ეს არის პირდაპირ სააკაშვილის წინააღმდეგ მიმართული ნაბიჯი“,- განაცხადა ნადირაშვილმა.
რაც შეეხება უმრავლესობის პოზიციას, როგორც ინფრასტრუქტურისა და რეგიონული განვითარების მინისტრმა დავით ნარმანიამ განაცხადა, ბათუმის ტექნოლოგიური უნივერსიტეტი გამოუსადეგარია.
"არქიტექტურული თვალსაზრისით ძალიან უცნაური შენობაა. შიგნიდან არის ოთხკუთხედი და არის ვიწრო შენობა, რაც იქ რეალურად სასწავლებლის გაკეთებასთან ან სხვა რამის მოწყობასთან დაკავშირებით, ცოტა არ იყოს გამოუსადეგარია. მე რამდენადაც ვიცი, შენობის გაყიდვასთან დაკავშირებით გადაწყვეტილება ჯერ-ჯერობით არ არის მიღებული", - ამბობს ნარმანია.
საქართველოს პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილმა , პრემიერ-მინისტრს დღეს მიმართა და ბათუმის ტექნოლოგიურ უნივერსიტეტთან დაკავშირებით, გადაწყვეტილების გადახედვისკენ მოუწოდებს.
პრეზიდენტის განცხადებით, მთავრობა უნივერსტეტის შენობაში, ბათუმის მერიის შესახლებას ცდილობს. სააკაშვილი აღნიშნულ გადაწყვეტილებას, კატასტროფულს უწოდებს.
„თუ მთავრობას, განათლების ახალი კერის გაჩენა, ასე მხოლოდ იმიტომ აღიზიანებს, რომ ის ჩემს სახელს უკავშირდება, ამ შენობის გაყიდვა შეეძლოთ და ბათუმის ბარაკების მცხოვრებთათვის ბინები მიცემა (ამ პროგრამის განხორციელება, ბიუჯეტში გვქონდა გათვალისწინებული და მისი მრავალგზის შესწორების საფუძველზე, საბოლოოდ, საერთოდ ამოაგდეს).
სამწუხაროდ, მიწევს იმის თქმა, რომ ეს გადაწყვეტილება დამანგრეველი და არაცივილიზებულია და მიმართულია ჩვენი ქვეყნის მომავლის წინააღმდეგ. ეს არის გადაწყვეტილება, რომელიც თალიბებისგან უფრო იქნებოდა მოსალოდნელი, ვიდრე 21-ე საუკუნის ევროპული ქვეყნის მთავრობისგან.
მოვუწოდებ პრემიერ-მინისტრს გადახედოს ამ გადაწყვეტილებას!“- აცხადებს პრეზიდენტი.
0