09:58:57     26-04-2013
დავითაშვილს „ოცნებიდან“ დღეს გარიცხავენ?

კობა დავითაშვილის ბედი, დღეს გადაწყდება. ურჩ და „უძღებ შვილს“, ბიძინა დღეს განუსაზღვრავს მომავალს. დავითაშვილის თამამი და ბიძინასთან შეუთანხმებელი განცხადებების გამო, სრულიად მეოცნებეთა სამყაროა შეშფოთებული.
დღეს, მმართველი ჯგუფი, პრემიერის მითითებით, გადაწყვეტს გარიცხოს თუ არა დავითაშვილი თავისი რიგებიდან. უმრავლესობა პრემიერთან იკრიბება. კობა დავითაშვილი რამდენიმე დღის წინ, ივანიშვილის ფავორიტ ჯანდაცვის მინისტრს დაუპირისპირდა. მან სერგეენკოს სადაზღვევო სისტემა დაუწუნა და კორუფციაში დაადანაშაულა. სერგეენკომ დავითაშვილისგან ბოდიშის მოხდა მოითხოვა. დავითაშვილმა ბოდიში პირდაპირ არ მოიხადა და თქვა რომ პოზიციას არ იცვლის, თან „ოცნებიდან“ წასვლასაც არ აპირებს.
ეს მისი აზრია, მაგრამ რადგან „სამყაროში“ ყველაფერს ბიძინა ივანიშვილი წყვეტს, კობა დავითაშვილს მოუწევს, მის გადაწყვეტილებას დაელოდოს.
0