სააკაშვილი ბუშს შეხვდა სააკაშვილი ბუშს შეხვდა />


  11:57:30     25-04-2013

სააკაშვილი ბუშს შეხვდა

a24415.jpg

საქართველოს პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი ამერიკის შეერთებულ შტატებში იმყოფება.  იგი  დალასში,  ჯორჯ ბუშის საპრეზიდენტო ცენტრის გახსნის ცერემონიალს დაესწრო.

ამერიკის ყოფილმა პრეზიდენტმა, ჯორჯ ბუშმა,  სიტყვით გამოსვლის დროს,  მიხეილ სააკაშვილი ახსენა და აღნიშნა, რომ მისი პრეზიდენტობის ერთ-ერთი მთავარი მიღწევაა ის, რომ პრეზიდენტ სააკაშვილის გვარის სწორად წარმოთქმა ისწავლა.

 საქართველოს პრეზიდენტი,  ნატო-ს გენერალურ მდივანს,  ანდერს ფოგ რასმუსენსაც შეხვდა.   მათ ერთად ივახშმეს და ისაუბრეს საქართველოს ნატოში ინტეგრაციის პროცესის ხელშეწყობასა და ქვეყანაში ბოლო პერიოდში განვითარებულ მოვლენებზე.

0

ავტორი: