00:51:05     25-04-2013
ქრთამის აღების ფაქტზე პოლიციელი დააკავეს
![a24412.jpg](http://presa.ge/img/multimedia/a24412.jpg)
შინაგან საქმეთა სამინისტროს გენერალური
ინსპექციისა და აჭარის მთავარი სამმართველოს თანამშრომლებმა, ერთობლივად
ჩატარებული ოპერატიული ღონისძიების შედეგად, ქრთამის აღების ფაქტზე, აჭარის
მთავარი სამმართველოს უბნის ინსპექტორების განყოფილების უბნის ინსპექტორ-გამომძიებელი,
პოლიციის კაპიტანი, 1981 წელს დაბადებული დემურ დ. გამოავლინეს.
როგორც შსს-ს მიერ გავრცელებულ განცხადებაშია
ნათქვამი, დემურ დ-მ თურქეთის
რესპუბლიკის მოქალაქეს, რომლის მიმართაც ინტერპოლი გადამოწმებას აწარმოებდა, 500
ამერიკული დოლარის სანაცვლოდ დახმარება აღუთქვა.
ქრთამის ასაღებად
დემურ დ-მ მეგობარი დაიხმარა. შსს-ს გენერალური ინსპექციის მოკვლევის საფუძველზე
დაკავებულია ქრთამის აღებაში ბრალდებული პირიც და მისი მეგობარიც.
სისხლის სამართლის საქმე 338-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც 6-დან 9 წლამდე
თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.
0