ივანიშვილმა რუსეთის დელეგაციის ხელმძღვანელი სტრასბურგში ლანჩზე დაპატიჟა ივანიშვილმა რუსეთის დელეგაციის ხელმძღვანელი სტრასბურგში ლანჩზე დაპატიჟა />


  22:35:05     23-04-2013

ივანიშვილმა რუსეთის დელეგაციის ხელმძღვანელი სტრასბურგში ლანჩზე დაპატიჟა

a24392.jpg

„ეხლა ზუსტად დავადგინე რომ საკუთარ ლანჩზე, რომელზეც ოპოზიციის წევრებს გვეკუთვნოდა დასწრება (და გუშინ თინა ხიდაშელი დაგვპირდა, რომ აუცილებლად ვიქნებოდით, მაგრამ რა თქმა უნდა, არ ვიყავით) ივანიშვილმა დაპატიჟა პუშკოვი. არადა თედო ჯაფარიძეც კი ფრთხილობდა მასთან შეხვედრას. რა ქვია ეხლა ამას?“ - წერს თავის ფეისბუქზე საპარლამენტო უმცირესობის წარმომადგენელი გიორგი კანდელაკი, რომელიც სტრასბურგში, ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეის სესიაში მონაწილეობს.

კანდელაკი განმარტავს:

„ცნობისათვის: ალექსეი პუშკოვი არის ევროსაბჭოს საპარლამენტო ანსამბლეაში რუსეთის დელეგაციის თავჯმდომარე და საქართველოსადმი ერთ-ერთი ყველაზე აგრესიულად განწყობილი რუსი პოლიტიკოსი, რომელიც აგრესიულად გამოდის აფხაზეთისა და სამაჩაბლოს აღიარებისა და ჩვენი დევნილებისათვის დაბრუნების უფლების ჩამორთმევის ლოზუნგებით.

საგარეო პოლიტიკაში ქართული ოცნების ზოგადი მიდგომაა ნათლად ჩამოყალიბდა: საქართველოს მტრებთან (ან სკეპტიკოსებთან) მეგობრობა და საქართველოს მეგობრებთან ჩხუბი და შედეგაც მათი გაუცხოება. ამის კულმინაციაა დღეს ივანიშვილის მიერ პუშკოვის ლანჩზე დაპატიჟება. თავი რომ დავანებოთ იმას, რომ ფორმალურად ეს არ არის პრემიერ-მინისტრის დონე, თუ ვინმეს გონია რომ ასეთი კულუარული შეხვედრით, რომელიც ჟენევის ფორმატს აზარალებს, რამე შედეგის მიღწევა შეიძლება, საუკეთესო შემთხვევაში, მიამიტობაა. უარეს შემთხვევაზე არც მინდა ვიფიქრო“ - წერს გიორგი კანდელაკი.

0

ავტორი: