20:31:32     23-04-2013
სააკაშვილმა კანონპროექტებს ვეტო დაადო

პრეზიდენტმა სააკაშვილმა პარლამენტის მიერ მიღებულ კანონპროექტებს ვეტო დაადო. ამის შესახებ, პრეზიდენტის ადმინისტრაციის უფროსმა ანდრო ბარნოვმა განაცხადა. „საქართველოს პრეზიდენტმა გამოიყენა, კონსტიტუციით მისთვის მინიჭებული უფლებამოსილება და ვეტო დაადო, საქართველოს პარლამენტის მიერ მიღებულ კანონპროექტებს.
პირველი საკითხი შეეხება, საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს დაკომპლექტებას და საბჭოს მოქმედი შემადგენლობისთვის, ვადამდე ადრე, უფლებამოსილების შეწყვეტას. ვეტოს გამოყენებას, ამ შემთხვევაში საფუძვლად დაედო ის გარემოება, რომ პარლამენტმა უგულვებელყო ვენეციის კომისიის ერთ-ერთი ყველაზე პრინციპული პოზიცია, რომლის განსაკუთრებული მნიშვნელობა განპირობებულია იმით, რომ ის შეეხება არა თეორიულ მოდელს, არამედ იმ რეალურ კონტექსტს, რომლის ფარგლებშიც ეს ცვლილება ხორციელდება.
კომისიის რეკომენდაციით, იუსტიციის საბჭოების მნიშვნელოვანი ფუნქციაა, მოსამართლეების დაცვა პოლიტიკური ზეგავლენისგან. სწორედ აღნიშნული ფუნქციიდან გამომდინარე, არამართებული იქნება საპარლამენტო არჩევნების შემდეგ, იუსტიციის საბჭოს შემადგენლობის სრული განახლების დაშვება.
პარლამენტმა, თავი უნდა შეიკავოს, ისეთი ზომების მიღებისგან, რომელიც იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრობის უწყვეტობას საფრთხეს შეუქმნის. საბჭოს ყველა წევრის ვადამდელი გათავისუფლება, შექმნის პრეცედენტს, რომლის მიხედვითაც, ნებისმიერ ახალ მთავრობასა და ახალ პარლამენტს, რომელიც მხარს არ უჭერს საბჭოს შემადგენლობასა და წევრებს, მისი ვადამდელი დათხოვნა და ახალი საბჭოთი ჩანაცვლება შეეძლება. ამგვარი ცვლილება, საშუალებას იძლევა, რომ მიმდინარე საქმეებზე გადაწყვეტილების მიღებისას, საბჭოზე ზემოქმედება განხორციელდეს.
შეგახსენებთ, რომ საქართველოს პარლამენტის მიერ მიღებული კანონის პროექტით უფლებამოსილება ვადამდე უწყდება იუსტიციის უმაღლესი საბჭოს 15 წევრიდან 13-ს. შესაბამისად, ამ პრინციპულ საკითხში ვენეციის კომისიის რეკომენდაციები სრულიად უგულვებელყოფილია და ეს პრემიერ-მინისტრს დღეს ევროპის საბჭოლს წინაშე გამოსვლისას კიდევ ერთხელ შეახსენეს", - განაცხადა ბარნოვმა.
პრეზიდენტი, ასევე ვეტოს უფლებას იყენებს,იმ პროექტან დაკავშირებით,
რომლის მიხედვით, ბრალდებულის უფლების შეზღუდვას თავად აირჩიოს მის მიმართ მიმდინარე სისხლის სამართლის საქმე განხილულ იქნას ნაფიც მსაჯულთა სასამართლოს მიერ, თუ
მის გარეშე.
"არსებული პროექტით ბრალდებულის ნაცვლად, ამ
გადაწყვეტილებას პროკურატურა მიიღებს. არასამთავრობო სექტორის აზრით, მართლმსაჯულების სათანადო განხორციელებასთან დაკავშირებით, პროექტი დამატებით რისკებსაც შეიცავს. ჩვენ, საჭიროდ მივიჩნიეთ, რომ პრეზიდენტის დასახელებულ გადაწყვეტილებასთან დაკავშირებით საზოგადოებისთვის განმარტებები მიგვეცა", - აღნიშნა ბარნოვმა.