ხუხაშვილ-ნაცვლიშვილისა და  ხადურის კლანი ხუხაშვილ-ნაცვლიშვილისა და ხადურის კლანი />


  16:39:27     23-04-2013

ხუხაშვილ-ნაცვლიშვილისა და ხადურის კლანი

a24387.jpg

„სახალხო კრების“ წევრი,  ხელისუფლებაში არსებულ კლანზე საუბრობს, რომელიც მთავარი პროკურორის მოადგილეს ლაშა ნაცვლიშვილს, გია ხუხაშვილს და ფინანსთა მინისტრ  ნოდარ ხადურს აერთიანებს. სკანდალური განცხადება, ლაშა ამირეჯიბმა ბეჭდურ მედიასთან  საუბრისას გააკეთა და აღნიშული ინფორმაციები, სოციალურ ქსელშიც  და პირველი რადიოს ეთერშიც გავრცელდა.  

თუ დასჭირდათ  ადამიანისგაფუჭება“  ხუხაშვილის კლანს ეს არ გაუჭირდება. მის გუნდში მოიაზრება მთავარი პროკურორის მოადგილე, ნაცვლიშვილი, ასევე ფინანსთა მინისტრი ხადური და კიდევ რამდენიმე ადამიანი. პრემიერ-მინისტრს,  თქვენი გაზეთის ფურცლებიდან შევთავაზებ, რომ გასცეს ბრძანება, უცხოეთიდან შემოსულ კვერცხს დაედოს წარმომავლობის ნიშანი“ - განაცხადა ამირეჯიბმა  „ქრონიკასთან“ საუბრისას.

„სახალხო კრების წევრი“ კვერცხის ბიზნესსაც ეხება და ამბობს, რომ ხუხაშვილი ქათმის და კვერცხის ადგილობრივი წარმოების განადგურებას ცდილობს.  „გლეხებს მოუხნა ბიძინამ მიწა, მან ახლა უნდა დათესოს, მიიღოს მოსავალი შვრიის, სიმინდის, იონჯის. ამ მოსავლის 70-80 პროცენტის მყიდველი კი ქართველი მეწარმეა, რომელსაც აქვს ქათმის ან სხვა სახის მეურნეობა. 

თუ ხუხაშვილს შემოტანილი კვერცხებით გაანადგურებინებენ ადგილობრივი ქათმისა და კვერცხების წარმოებას, გლეხისაგან მიღებულ მოსავალსაც ხომ არავინ იყიდის და ეს საქმეც ფუჭი აღმოჩნდება. გამოდის, რომ ივანიშვილის პოლიტიკასაც ეწინააღმდეგება ეს ფინანსური მაქინაცია. 

 ამ კომბინაციით ხუხაშვილი და მისი კლანი ახრჩობს როგორც გლეხს, ასევე ქათმისა და კვერცხის მწარმოებელს და ეს ივანიშვილმა არ უნდა დაუშვას. სამართლიანი იქნება ის, რომ შემოტანილ კვერცხს დაეწეროს, საიდან არის შემოტანილი.“ - განაცხადა ამირეჯიბმა.

0

ავტორი: