„თინა შედი ბუტკაში“ „თინა შედი ბუტკაში“ />


  16:15:12     23-04-2013

„თინა შედი ბუტკაში“

a24385.jpg

ევროკავშირის საპარლამენტო ასამბლეის საგაზაფხულო სესიაზე, ბიძინა ივანიშვილის სიტყვით გამოსვლას,  „ფეისბუქის“  მომხმარებლები აფასებენ. 

„ბატონო ბიძინა, მაპატიეთ რომ გამომრჩა მერჩია: ჩართულ მიკროფონთან ნუ ბურტყუნებთ, ისმის  – წერს “ფეისბუქის” საკუთარ გვერდზე “ტაბულას” რედაქტორი, თამარ ჩერგოლეიშვილი. 

აქტიურობენ სხვა იუზერებიც. „შედი თინა ბუტკაში - © ევროპა”,  „ხიდაშელს მიცხეს...“,  „ხიდაშელს წითელი ბარათი არაცივილიზებული ქცევისთვის”, „ხიდაშელის დასახმარებელი რომ გაუხდება ქვეყნის პრემიერს, მაშინ ვაი, ჩემო ქვეყანავ”,  „ქალიან-კაციანად თავი მოგვჭრეს” - წერენ  სოციალური ქსელის მომხმარებლები. 

„ვისაც პრემიერის გამოსვლა არ უნახავს, ჩვენი ნიუ–ეროვნულების (ძველად მიშისტებს რომ ეძახდნენ) სტატუსებით შეუძლია დარწმუნდეს, რომ კარგად გამოვიდა“,- მიიჩნევს „ქართული ოცნების“ წევრი დავით ზურაბიშვილი. 

„ვუყურებ ივანიშვილს სტრასბურგში... წინა ხელისუფლებას შეიძლება ბევრი შეცდომა ჰქონდა და დანაშაულებები ხდებოდა. მაგრამ ასეთი სირცხვილი ქვეყნის ხელისუფლების საერთო ევროპულ კლუბში წარდგენის ამბავში, არ მინახავს. რუსეთთან რეალური დამოკიდებულება ჩანს არა სიტყვა "ოკუპაციის" ხმარებაში, რაც, დარწმუნებული ვარ, ივანიშვილისათვის რუსული ნებართვითაა, არამედ მაგნიტსკის საქმეზე პასუხგაუცემლობაში. ევროპელი პარლამენტარების კითხვაზე, ყველაფერი წესრიგშია თქვენს ქვეყანაშიო?  პასუხგაცემა - თქვენ რა იცით, წესიერად გაეცანით ინფორმაციასო - არის ისეთი უკულტურობა, რომელსაც საქართველოსათვის უარესი შედეგი მოაქვს, ვიდრე წინა ხელისუფლების დროს ჩადენილ ყველა შეცდომა/დანაშაულს", - წერს "ფეისბუქში“ „ნაციონალური მოძრაობის“ წევრი  დავით დარჩიაშვილი.

0

ავტორი: