თინა ხიდაშელი ევროსაბჭოში  ბიძინას ,,გადაახტა“?! თინა ხიდაშელი ევროსაბჭოში ბიძინას ,,გადაახტა“?! />


  16:13:16     23-04-2013

თინა ხიდაშელი ევროსაბჭოში ბიძინას ,,გადაახტა“?!

a24384.jpg

 თინა ხიდაშელს კითხვა ივანიშვილმა დაუწუნა, ხოლო სესიის თავმჯდომარემ სიტყვა შეაწყვეტინა.

 ევროკავშირის საპარლამენტო ასამბლეაში,  საქართველოს დელეგაციის ხელმძღვანელს თინა ხიდაშელს, რომელსაც პრემიერ-მინისტრ ბიძინა ივანიშვილისთვის შეკითხვა უნდა დაესვა, სესიის თავმჯდომარემ სიტყვა შეაწყვეტინა.
„თქვენ დაგითმეთ სიტყვა კითხვის დასასმელად და არა პოლიტიკური განცხადებისთვის", - მიმართა თავმჯდომარემ ხიდაშელს, რომელიც ევროსაბჭოს მიერ მედიის თავისუფლებასთან დაკავშირებით მიღებულ რეზოლუციაში დაშვებულ შეცდომებზე საუბრობდა.

„ეს უფრო მოკლე კომენტარია EDP-ის წარმომადგენელთა კომენტართან დაკავშირებით. დიახ, ჩვენ ვწუხვართ, რომ რეზოლუციაში, რომელიც მედიის თავისუფლებასთან დაკავშირებთ მიიღეთ, არის დაშვებული შეცდომა. პრობლემა ისაა, რომ 2007 წლის 7 ნოემბერს, ტელეკომპანია "იმედი" დაარბიეს შეიარაღებულმა ძალებმა, არჩევნების შემდეგ ეს ტელეკომპანია დაუბრუნდა კანონიერ მფლობელს...", - განაცხადა ხიდაშელმა, თუმცა სესიის თავმჯდომარის მხრიდან მიღებული შენიშვნის შემდგომ,  ბიძინა ივანიშვილს შემდეგი შეკითხვით მიმართა:

„ეს არის გზა, რომლითაც თქვენ მიდიხართ, რომ ათასობით შემთხვევაში აღადგინოთ კანონიერი მფლობელები? რა არის ის გზა, რომელსაც გამოიყენებს საქართველოს ხელისუფლება კანონიერებისა და სამართლიანობის აღსადგენად?"

ხიდაშელის გამოსვლას, "შეკითხვის ნაცვლად, კომენტარი უწოდა ბიძინა ივანიშვილმაც.  „კარგად ვერ გავიგე, მე მეგონა მე მეკითხებოდა, უფრო კომენტარი გააკეთა", - აღნიშნა პრემიერმა და ამით ხიდაშელს კითხვა-კომენტარის ფორმატი,  გარკვეულწილად დაუწუნა.  

0

ავტორი: