ჩიორა თაქთაქიშვილის აზრით, ბიძინა ქვეყანას არცხვენს ჩიორა თაქთაქიშვილის აზრით, ბიძინა ქვეყანას არცხვენს />


  15:47:13     23-04-2013

ჩიორა თაქთაქიშვილის აზრით, ბიძინა ქვეყანას არცხვენს

a24383.jpg

მრცხვენია, რომ საკუთარი ქვეყნის ინტერესების წინააღმდეგ მოქმედი პრემიერ-მინისტრი გვყავს. ასე შეაფასა საპარლამენტო უმცირესობის წევრმა ჩიორა თაქთაქიშვილმა საქართველოს პრემიერ-მინისტრის გამოსვლა, ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეაზე.

„თუ შევაჯამებ ახალი პრემიერ-მინისტრის პირველ და, იმედია, უკანასკნელ გამოსვლას ევროსაბჭოში, მხოლოდ ეს შემიძლია ვთქვა:

მრცხვენია, რომ საკუთარი ქვეყნის ინტერესების წინააღმდეგ მოქმედი პრემიერ-მინისტრი გვყავს. თან ისეთი, რომელმაც არ იცის, ვინ არის მაგნიტცკი და უკრაინელი ჰგონია, რომელმაც საკუთარ ქვეყანაში არსებული არც ერთი ენერგო-პროექტის სახელი არ იცის და ისეთი ტერმინოლოგიით ლაპარაკობს, რომ სირცხვილით დაიწყვები თარგმანის მოსმენისასაც კი!" – აცხადებს ჩიორა თაქთაქიშვილი "ფეისბუქის" საკუთარ გვერდზე.

 

0

ავტორი: