ივანიშვილმა და  ხიდაშელმა უკვე ,  „გააოგნეს“ ევროპა ივანიშვილმა და ხიდაშელმა უკვე , „გააოგნეს“ ევროპა />


  15:21:26     23-04-2013

ივანიშვილმა და ხიდაშელმა უკვე , „გააოგნეს“ ევროპა

a24382.jpg

ევროკავშირის საპარლამენტო ასამბლეის საგაზაფხულო სესიაზე, სიტყვით გამოსვლისას, პრემიერს თავის მართლება უწევს. 

ივანიშვილს, რუსეთის მიერ,  2008 წელს,  საქართველოს ტერიტორიაზე განხორციელებულ ეთნიკურ წმენდაზე ჰკითხეს, თუმცა პრემიერმა არასასურველი კითხვა ტრადიციულად აირიდა. 

„თქვენ არ გიყვართ პრეზიდენტი სააკაშვილი, თქვენ გიყვართ ვლადიმერ პუტინი და მასთან ურთიერთობის დალაგებას ცდილობთ. თუმცა, პოლონეთის პრეზიდენტი ლეხ კაჩინსკი მას დიდ პატივს სცემდა და გმობდა რუსეთის მიერ განხორციელებულ ძალადობას“,- აღნიშნული შეფასების კომენტირებისას, ივანიშვილმა გამომსვლელი საქართველოს პრეზიდენტის რიტორიკაში დაადანაშაულა და აღნიშნა, რომ პოლიტიკა პიროვნულ სიყვარულზე არ უნდა იყოს აგებული. 

ივანიშვილი: სააკაშვილს რუსეთთან ურთიერთობაში, საკურატი წვლილი აქვს შეტანილი, ამიტომ პირველად პასუხი საკუთარს უნდა მოვთხოვოთ, რის გაკეთებასაც ვაპირებთ. რომ არა სააკაშვილის მსგავსი საქციელი, რუსეთი ვერ შეძლებდა განეხორციელებინა აგრესია. რაც შეგეხებათ თქვენ, თქვენ ცდილობთ სააკაშვილის მსგავსი რიტორიკით  გამოგყვეთ.  ამას არ ვიზამ.  ჩვენი მიზანია,   დიდ მეზობელთან დიპლომატიურად, კორექტულად გამოვასწოროთ შედეგები. 

სხვათაშორის,  თინა ხიდაშელმა შეძლო და უკვე მიიღო  წითელი ბარათი ევროსაბჭოს საპარალამენტო ასამბლეის პრეზიდენტისგან,  რეგლამენტის დარღვევისა და არაცივილიზებული ქცევისთვის. შენიშვნის არსი მდგომარეობდა იმაში, რომ ხიდაშელს, თავი მეუღლის პარლამენტში ეგონა და მიკროფონის პოლიტიკური განცხადებისთვის  გამოყენება სცადა.  

0

ავტორი: