14:24:47     23-04-2013
ივანიშვილი: დემოკრატიული მართვის გამოცდილება გვაკლია

„დემოკრატიული მართვის გამოცდილება გვაკლია"- აღნიშნული განცხადება, საქართველოს პრემიერ–მინისტრმა ბიძინა ივანიშვილმა ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის საგაზაფხულო სესიაზე სიტყვით გამოსვლისას გააკეთა.
ივანიშვილი: 2012 წლის ოქტომბერი, საპარლამენტო არჩევნების შედეგად, ჩვენი გუნდი მოვიდა ხელისუფლებაში, რაც ჩვენი ქვეყნის ისტორიაში დემოკრატიული გზით ხელისუფლების გადაცემის პრეცენდენტი გახდა. სწორედ ამიტომ, ვგრძნობ დიდი პასუხისმგებლობას თქვენს წინაშე გამოსვლისას. კარგად ვიცი, რომ დემოკრატიული მართვის გამოცდილება გვაკლია. როდესაც შინ, ჩვენს ოპონენტებთან ვკამათობთ, მაშინ ყველაზე კარგად ჩანს, რამდენად გვაკლია პოლიტიკური დებატების გამოცდილება, რამდენად რთულია, შეწყვიტო კამათი და ენდო მეორე მხარის კეთილ ნებას. ჩემი ქვეყნისათვის თქვენს რიგებში ყოფნა დიდად საამაყოა.
0