ცესკო-ს თავმჯდომარე „ქართული ოცნების“ საარჩევნო აგიტაციაში პოლიციის უფროსის მონაწილეობას აპროტესტებს ცესკო-ს თავმჯდომარე „ქართული ოცნების“ საარჩევნო აგიტაციაში პოლიციის უფროსის მონაწილეობას აპროტესტებს />


  21:57:34     22-04-2013

ცესკო-ს თავმჯდომარე „ქართული ოცნების“ საარჩევნო აგიტაციაში პოლიციის უფროსის მონაწილეობას აპროტესტებს

a24371.jpg

ცენტრალური საარჩევნო კომისიის თავმჯდომარე  31 მარტს სამტრედიაში - საარჩევნო ბლოკ „ბიძინა ივანიშვილი ქართული ოცნების“ შტაბში, წინასაარჩევნო პერიოდში, არასამსახურებრივი დანიშნულებით ხონის პოლიციის უფროსის თეიმურაზ კიღურაძის ყოფნის ფაქტზე წერს და ამ შემთხვევას საარჩევნო სუბიექტის სასარგებლოდ აგიტაციად განიხილავს.

„ამ ფაქტზე 2013 წლის 20 აპრილს, სამტრედიის საოლქო საარჩევნო კომისიის თავმჯდომარემ შეადგინა ადმინისტრაციულ სამართალდარღვევის ოქმი და გადაუგზავნა რაიონულ სასამართლოს.

2013 წლის 21 აპრილის სამტრედიის სასამართლოს გადაწყვეტილების (გადაწყვეტილება საქმე # 4/63) თანახმად:

„საქართველოს შს სამინისტროს ხონის რაიონის პოლიციის სამმართველოს უფროსის თ.კიღურაძის მხრიდან წინასაარჩევნო აგიტაციაში მონაწილეობა საქმის მასალების მიხედვით არ დასტურდება. კერძოდ, მისი მხრიდან ამომრჩეველთა მოწოდებას საარჩევნო სუბიექტის/საარჩევნო სუბიექტობის კანდიდატის მხარდასაჭერად ადგილი არ ჰქონია, ასევე არ დასტურდება წინასაარჩევნო ღონისძიების ორგანიზებაში/ჩატარებაში მონაწილეობა, საარჩევნო მასალების შენახვა ან გავრცელება, მხარდამჭერთა სიებზე მუშაობა, პოლიტიკური პარტიების წარმომადგენლობაში ყოფნა. საქმეზე დართული ფოტოსურათი, სადაც გამოსახულია კ.კალაძის შეხვედრა მოსახლეობასთან, რომელსაც ესწრება თ.კიღურაძე, არ შეიცავს თ.კიღურაძის მხრიდან აგიტაციის წარმოების ნიშნებს. ამდენად თ.კიღურაძეს არ ჩაუდენია სამართალდარღვევა - წინასაარჩევნო აგიტაციაში მონაწილეობის მიღება კანონის დარღვევით და შესაბამისად, სამართალდარღვევის საქმის წარმოება უნდა შეწყდეს ადმინისტრაციული სამართალდარღვევის შემთხვევის არარსებობის გამო.“ 

საქართველოს ორგანული კანონის „საქართველოს საარჩევნო კოდექსი“ მე-2 მუხლის ჰ1 პუნქტის შინაარსის თანახმად, წინასაარჩევნო აგიტაცია არის: – ამომრჩეველთა მოწოდება საარჩევნო სუბიექტის/საარჩევნო სუბიექტობის კანდიდატის მხარდასაჭერად ან საწინააღმდეგოდ, აგრეთვე ნებისმიერი საჯარო მოქმედება, რომელიც ხელს უწყობს ან ხელს უშლის მის არჩევას, ან/და რომელიც შეიცავს წინასაარჩევნო კამპანიის ნიშნებს, მათ შორის, წინასაარჩევნო ღონისძიების ორგანიზებაში/ჩატარებაში მონაწილეობა, საარჩევნო მასალების შენახვა ან გავრცელება, მხარდამჭერთა სიებზე მუშაობა, პოლიტიკური პარტიების წარმომადგენლობებში ყოფნა“.

თუ შევადარებთ, კანონის განმარტებას და საქმის მასალების შესაბამისად მოსამართლის ზემოთ ციტირებულ განმარტებას აგიტაციასთან მიმართებაში, აღმოვაჩენთ, რომ სასამართლომ გამოტოვა და არ იმსჯელა ტერმინ „აგიტაციის“ გაგების ქვეშ ისეთ ნებისმიერ საჯარო მოქმედების თაობაზე, რომელიც ხელს უწყობს ან ხელს უშლის მის არჩევას.

საარჩევნო ადმინისტრაციამ შეადგინა რა სამართალდარღვევის ოქმი, ჩათვალა რომ, პოლიციელის, რომელსაც საარჩევნო კოდექსი უკრძალავს აგიტაციაში მონაწილეობას, ყოფნა საარჩევნო შტაბში მაჟორიტარი კანდიდატის წარდგენის დროს, თუნდაც აქტიური სააგიტაციო მოწოდებებისაგან თავის შეკავებისდა მიუხედავად, არის საჯარო მოქმედება და იგი ხელს უწყობს კანდიდატის არჩევას, თუმცა სამწუხაროდ სასამართლომ გამოტოვა აღნიშნული გარემოება თვით ნორმის შინაარსიდან და თავი აარიდა ამ ფაქტზე მსჯელობას.

საარჩევნო კოდექსი, საარჩევნო კომისიიის წევრებს, პოლიციელებს, მოსამართლეებს, სამხედრო და სხვა პირებს საერთოდ უკრძალავს აგიტაციაში მონაწილეობას.

სასამართლოს მიერ ზემოხსენებული პრაქტიკის დანერგვის შემთხვევაში, საშიშროებაა იმისა, რომ საარჩევნო შტაბებში, მათ შორის მაჟორიტარი კანდიდატის წარდგენისას, სამხედრო პირების, მოსამართლეეების, კომისიის წევრების, პოლიციელების როგორც კოლექტიური, ასევე ინდივიდუალური ყოფნა და წარდგინებებში მათი მონაწილეობა, თუ ისინი არ გამოდიან პირდაპირი მოწოდებებით ან უშუალოდ არ აგროვებენ მხარდამჭერთა ხელმოწერებს, ჩაითვლება კანონიერ ქმედებად, რაც შეიძლება გახდეს წინაპირობა იმისა, რომ კოდექსით დადგენილი პირთა წრე, რომელთაც ეკრძალებათ აგიატაციაში მონაწილეობა, ჩაითვლება, რომ არის მხოლოდ ისეთი შემთხვევებისათვის დადგენილი აკრძალვები, თუ ეს პირები უშუალოდ არ არიან პარტიული ატრიბუტიკის ტარებითა და მოწოდებებით დაკავებულნი, მაშინ ისმის კითხვა, არის თუ არა საჭირო კოდექსით პოლიტიკურ თანამდებობის პირთა ჩამონათვალის არსებობა, ანუ იმ პირთა ჩამონათვლის განსაზღვრა ვისაც არ ეკრძალებათ აგიტაციაში მონაწილეობა, თუ დავამკვიდრებთ იმის პრაქტიკას, რომ ვისაც არ აქვს უფლება აგიტაციაში მონაწილეობის მიღების, მათაც არ აუკრძალავთ ასეთ მოქმედებებს? 

ამასთანავე, რამდენად იქნება ასეთი კატეგორიის პირთა აგიტაციაში მონაწილეობისაგან აკრძალვის ფაქტობრივი გაუქმება და მსგავსი სასამართლო პრაქტიკის დანერგვა, დამოუკიდებელი და სამართლიანი არჩევნების ჩატარების წინაპირობა?“ - წერს ზურაბ ხარატიშვილის თავის „ფეისბუქზე“.

0

ავტორი: