18:15:22     22-04-2013
ბიძინა, კობა დავითაშვილს, ისევ გაუბრაზდა

კობა დავითაშვილს მოსწონს „თეთრი ყვავობა“, ყოველი შემთხვევისთვის, ცდილობს მაინც, იყოს „მეოცნებეთაგან“ გამორჩეული.
ხშირად, მისი გამოსვლები პრემიერის რისხვას იწვევს, მაგრამ დავითაშვილს, ნაკლებად ანაღვლებს ბიძინას აზრები. ამჯერად, დავითაშვილი სერგეენკოს დაუპირისპირდა. ჯანდაცვის მინისტრი კორუფციაში ამხილა და სადაზღვევო სისტემა გაუკრიტიკა.
თავის მხრივ სერგეენკომ, სიტყვა არ შეარჩინა დეპუტატს და ბოდიშის მოხდა მოსთხოვა. ცხადია ამბავში ბიძინაც ჩაერთო. პრემიერმა ამ უთანხმოებაში, მხარი ჯანდაცვის მინისტრს დაუჭირა.
„დღეს დავურეკე დავითაშვილს და საკმაოდ ვეჩხუბე, რამეთუ უნდა მოახერხოს და ჯერ საკუთარ გუნდში უნდა გააკეთოს განმარტებები. მუდამ ახერხებს, გარედან რაღაც ინფორმაციის შემოტანას, თანაც არაფერს არ ეფუძნება ის, რასაც აკეთებს დავითაშვილი. ძალიან საწყენი იყო, რაც გააკეთა. მე მას ავუხსენი, რომ თუ მას სურს გუნდში დარჩენა, გუნდს ანგარიში უნდა გაუწიოს და ინფორმაცია პირველ რიგში გუნდში გააჟღეროს. სერგეენკო უპატიოსნესია და ეს ინფორმაცია, რა თქმა უნდა, ხელოვნურად მოგონილია. არავითარ კორუფციას არ აქვს ადგილი", - განაცხადა ივანიშვილმა.
დეპუტატი დავითაშვილი, ბოდიშის მოხდას არ აპირებს. აცხადებს, რომ ამის გაკეთება მინისტრს მოუწევს.
0