დავითაშვილი,  ჯანდაცვის მინისტრს კორუფციაში ადანაშაულებს დავითაშვილი, ჯანდაცვის მინისტრს კორუფციაში ადანაშაულებს />


  12:25:35     22-04-2013

დავითაშვილი, ჯანდაცვის მინისტრს კორუფციაში ადანაშაულებს

a24363.jpg

„ქართულ ოცნებაში“,  ბზარი გაჩნდა. როგორც ჩანს, კობა დავითაშვილს კოალიციის წევრები კარგად ვერ „მოეფერნენ“ და შედეგმაც არ დააყოვნა. 

საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, „კვირის ქრონიკისთვის“ მიცემულ ინტერვიუში, ჯანდაცვის მინისტრი დავით სერგეენკო,  კორუფციულ გარიგებაში ამხილა. 

დავითაშვილის უკმაყოფილების მიზეზი, ახალი სადაზღვევო პაკეტია. დავითაშვილს ეჭვი აქვს, რომ დავით სერგეენკო სადაზღვევო კომპანიებთან კორუფციულ გარიგებებში შევიდა. 

დავითაშვილი: ჯანდაცვის მინისტრის, დავით სერგეენკოს გადაწყვეტილება, კატეგორიულად მიუღებლად მიმაჩნია და მოვითხოვ, ეს გადაწყვეტილება დაუყონებლივ გადაისინჯოს. პირველადი პაკეტით რაც დაუზღვეველისთვის მოქმედებს, მინდა ვთქვა, რომ სათანადო მომსახურებას არ უწევენ.  ესეც ღიად უნდა დავაფიქსირო, რომ  უამრავი შემთხვევაა, როდესაც ადამიანები იღუპებიან იმის გამო,  რომ სადაზღვევო კომპანიები, თანხის გადარიცხვას აჯანჯლებენ. 

კობა დავითაშვილი სადაზღვევო კომპანიებს აფრთხილებს.

„ვეუბნები ყველა სადაზღვევო კომპანიას, რომ ეს ფული არ შერჩებათ, თუ თვლიან, რომ ამ საქმეს ერთი კაცი არ ჰყოფნის,  ახლა ვაჩვენებ მაგათ როგორ ვეყოფი".  კობა დავითაშვილი ეჭვის ქვეშ აყენებს, იმ ახალი სადაზღვევო პაკეტების ეფექტურობასაც, რომლიც პირველი ივნისიდან უნდა ამოქმედდეს.

0

ავტორი: