კბილაშვილი: დათა ახალაიას შეიძლება ბრალი მოეხსნას... კბილაშვილი: დათა ახალაიას შეიძლება ბრალი მოეხსნას... />


  12:23:50     22-04-2013

კბილაშვილი: დათა ახალაიას შეიძლება ბრალი მოეხსნას...

a24362.jpg

„დათა ახალაიასთვის ბრალის მოხსნა-არმოხსნა არ არის დამოკიდებული, დათა ახალაიას შესაძლო თანამშრომლობაზე სხვა მიმართულებით - ამის შესახებ საქართველოს მთავარი პროკურორი არჩილ კბილაშვილი გაზეთ "პრაიმტაიმთან" ინტერვიუში აცხადებს. მისივე განმარტებით, მას ბრალი მხოლოდ იმ შემთხვევაში მოეხსნება, თუ დანაშაული არ დადასტურდება. 

„წარდგენილი ბრალი დათა ახალაიას შეიძლება მოეხსნას მხოლოდ მაშინ, თუ დანაშაული არ დადასტურდება. თუკი მისი მეშვეობით დავადგენთ მნიშვნელოვან დანაშაულებრივ ქმედებებს, გვაქვს კანონით მონიჭებული უფლება, მასზე პასუხისმგებლობა შევამციროთ, ან საერთოდ გავათავისუფლოთ. ეს არის ფორმულა და კანონი იძლევა ამის საშულებას. ჩვენ არ ვიცით, აპირებს თუ არა რეალურად ჩამოსვლას, ან რომ ჩამოვა რა ჩვენებას მისცემს გამოძიებას და როგორ განვითარდება მოვლენები",- აცხადებს არჩილ კბილაშვილი.

მთავარი პროკურორი ასევე განმარტავს, რომ ახალაიების გარემოცვაში არსებული შესაძლო კომპრომატები, ბრალდებებზე უარის თქმის წინაპირობა არ გახდება. ასევე განმარტავს, რომ გამოძიებასთან აღნიშნული კომპრომატებით ვაჭრობა არ მომხდარა.

"ის რომ მათ შესაძლოა ხელთ ჰქონდეთ მრავალი კომპრომატის შემცველი აუდიო და ვიდეოფაილი, სავსებით რეალურია. ვუშვებთ, რომ ბევრი ასეთი ფარული მაკომპრომეტირებელი მასალა მეგის ქარდავას ხელთაა. კომპრომატები არ გახდება ბრალდებებზე უარის თქმის წინაპირობა",- აცხადებს არჩილ კბილაშვილი. 0

ავტორი: