10:59:51     22-04-2013
სააკაშვილი ბაღდათშია

მიხეილ სააკაშვილი სოფელ ვარციხეში იმყოფება და „ნაციონალური მოძრაობის" საარჩევნო კამპანიის ფარგლებში, ადგილობრივებთან შეხვედრებს მართავს.
„პრეზიდენტს სურს, მოუსმინოს მოსახლეობას, რა პრობლემები აქვთ. ქვეყანაში მიმდინარე სიტუაციაზეც გააცნოს თავისი ხედვები", - განაცხადა სახელმწიფო რწმუნებულმა იმერეთის რაიონში ვახტანგ ბალავაძემ.
საპარლამენტო უმცირესობის წევრმა, გიორგი თევდორაძემ, აღნიშნა, რომ ეს არის წინასაარჩევნო შეხვედრის ფორმატი და მასში პრეზიდენტი, როგორც "ნაციონალური მოძრაობის" ლიდერი, ისე მონაწილეობს.
როგორც ცნობილია, „ნაციონალური მოძრაობიდან" შუალედურ არჩევნებში, ბაღდათის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი გახლავთ, ვლადიმერ წიქორიძე.
0