21:54:19     19-04-2013
“საზოგადოებრივი ინიციატივის“ წევრებს, ამნისტირებული პატიმარი, ოფისში შეუვარდა

ანტირუსულ აქციაში მონაწილეობის გამო, არასამთავრობო ორგანიზაციებს ემუქრებიან. რამდენიმე წუთის წინ, არასამთავრობო ორგანიზაციათა კოალიცია “საზოგადოებრივი ინიციატივას“ ოფისზე თავდასხმა მოხდა.
როგორც „პრესა.ჯი“–ს კოალიციის პრესსამსახურის ხელმძღვანელმა, ვიკა მებონიამ აცნობა, დახლოებით 21:30 წუთზე ორგანიზაციის ოფისში, 6 პიროვნება შეიჭრა, რომლებიც დანებით იყვნენ შეიარაღებული. მათ შეურაცხყოფა მიაყენეს და დაემუქრნენ კოალიციის წევრებს.
„თავდასხმა უკავშირდება დღეს, ორგანიზაციის მიერ გადადგმულ ნაბიჯს. ორგანიზაციის ყველა წევრი შეუერთდა 19 აპრილის აქციას, იმ იდეით, რომ იზიარებენ ევროპულ კურსს.
თავდამსხმელები, აგრესიას არ მალავდნენ, ერთ–ერთი განსაკუთრებული უხეშობით გამოირჩეოდა. აფიქსირებდა, რომ იყო ყოფილი პატიმარი, რომელიც ამნისტიით გამოუშვეს და არ დაუშვებს, ორგანიზაციის წევრების ოფისში მოსვლას, შექმნის სერიოზულ პრობლემებს“,– აცხადებენ „საზოგადოებრივ ინიციატივაში“.
საბედნიეროდ, შემთხვევა, ფიზიკურ დაპირისპირებამდე არ მისულა. ორგანიზაციის წევრებმა, პოლიციაც გამოიძახეს და მომხდარის ობიექტური გამოძიება მოითხოვეს.
0