17:59:47     19-04-2013
მერაბიშვილი: ევროპული არჩევანის დასაცავად, 10 ათასობით ადამიანი გამოვიდა

„ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ გენერალური მდივნის, ვანო მერაბიშვილის განცხადებით, როცა ეჭვის ქვეშ დადგა საქართველოს ევროპული არჩევანი, ქუჩებში ათი ათასობით ადამიანი გამოვიდა.
მერაბიშვილი: „სამწუხაროა, რომ მთავრობაში ყოფნის დროს, ბევრი რამ ვერ მოვასწარით, დამარცხებიდან ექვსი თვის შემდეგ, ერთ რამეში დავრწმუნდი, რომ ჩვენ ვერ შევედით ყველა ოჯახში. დღეიდან, „ნაციონალური მოძრაობის" ამოცანა იქნება, რომ შეუნარჩუნოს სამსახური ყველა დასაქმებულს და შეუწყოს ხელი ახალი სამუშაო ადგილების შემქმნას.
0