ბობოხიძე აცხადებს, რომ ხელისუფლებას 4 წელს ვერ დააცდიან ბობოხიძე აცხადებს, რომ ხელისუფლებას 4 წელს ვერ დააცდიან />


  17:17:42     19-04-2013

ბობოხიძე აცხადებს, რომ ხელისუფლებას 4 წელს ვერ დააცდიან

a24305.jpg

„აქციაზე არის სრულიად საქართველო და არ არის დარჩენილი არცერთი რაიონი, არცერთი უბანი, რომლის წარმომადგენელიც, დღეს,  აქციაზე არ არის. თქვენ ხართ ის ხალხი, ვინც მიხვდა, რომ საქართველო გასაჭირშია", - მიმართა ერთიანი ნაციონალური“ მოძრაობის წევრმა აკაკი  ბობოხიძემ აქციის მონაწილეებს. 

მისი თქმით, რუსულმა იმპერიამ,  ბრძოლით ვერაფერი დააკლო საქართველოს და „ქართულ ოცნებად" შენიღბული ეპოტინება საქართველოს. „ეს არის ძალა, რომელიც ნელ-ნელა გვაპარებს ანტიევროპულ და პრორუსულ ბაცილას", - აცხადებს აკაკი ბობოხიძე. მანვე აქციის მონაწილეებს განუცხადა, რომ დღეს, ფრონტის ხაზი გადის აქციაზე და ჯარისკაცები არიან აქ შეკრებილი მოქალაქეები. 

აკაკი ბობოხიძემ განაცხადა, რომ ხელისუფლებას 4 წელს ვერ დააცდიან.

0

ავტორი: