13:28:10     19-04-2013
აქციას EPP-ს ლიდერი, ვილფრედ მარტენსი მხარდაჭერას უცხადებს

საპარლამენტო უმცირესობის წევრის, გიორგი კანდელაკის ინფორმაციით, 19 აპრილის აქციას, მხარდაჭერას უცხადებს EPP-ს ლიდერი ვილფრედ მარტენსი.
„19 აპრილის აქციას მიმართვას უგზავნის, ევროპის სახალხო პარტიის პრეზიდენტი, ბელგიის ცხრა სხვადასხვა მთავრობის პრემიერ-მინისტრი და ევროპის ერთ-ერთი წამყვანი პოლიტიკოსი, ვილფრედ მარტენსი. მარტენსი მხარდაჭერას უცხადებს ნაციონალურ მოძრაობას და აყალიბებს იმ ნაბიჯებს, რომელიც დღევანდელმა მთავრობამ უნდა გადადგას იმისათვის, რათა საქართველო არ ჩამოცილდეს ევროპულ გზას!"- წერს გიორგი კანდელაკი სოციალურ ქსელ „ფეისბუკში“ და მხარდამჭერებს აქციაზე მისვლისკენ მოუწოდებს:
„ამ და სხვა სიახლეების მოსასმენად გელით აქციაზე!“
0