კობა დავითაშვილი მეოცნებეებმა,  ისევ „მიაიგნორეს“ კობა დავითაშვილი მეოცნებეებმა, ისევ „მიაიგნორეს“ />


  13:25:25     19-04-2013

კობა დავითაშვილი მეოცნებეებმა, ისევ „მიაიგნორეს“

a24280.jpg

საპარლამენტო კვირა არ გავა, კობა დავითაშვილი უმრავლეობელ კოლეგებს არ  ეჩხუბოს. სადღაც მართალი იყო დათო უსუფაშვილი, ბიძინას რომ ეუბნებოდა,  კანონის მცოდნე და ნანონზე მომუშავე ხალხი არ გვყავსო. კობა დავითაშვილი,  სწორედ ასეთმა პრობლემამ გააღიზიანა.

 დღევანდელ პლენარულ სხდომაზე, მეორე მოსმენით "პროკურატურის შესახებ კანონპროექტის“ განხილვა იყო დაგეგმილი. პროექტის ავტორი, ერთდროს გენერალურ ოროკურორობაზე მეოცნებე კობა დავითაშვილი გახლავთ.  ბიუროს სხდომაზე საკითხი დღის წესრიგიდან მოხსნეს, რადგან, იუსტიციის მინისტრი მივლინებით საზღვარგარეთაა.

კობა დავითაშვილმა ეს გვიან შეიტყო და აღშფოთდა, მე რატომ არ ჩამაყენეთ საქმის კურსშიო.   „ზრდილობა მოითხოვს, რომ გადაწყვეტილების შესახებ, ინიციატორს წინასწარ აცნობონ", - უსაყვედურა თანაგუნდელებს დავითაშვილმა.

„ბევრი დეტალი დასაზუსტებელია და გადაწყვეტილების შესახებ,  შენ ინფორმირებული იყავი. გაბრაზებული ტონი კი, არ გინდა", - მიმართა კოლეგას ბოლო დროს „ფრთებგაშლილმა“ მეოცნებემ დავით საგანელიძემ.

„"ეს ჩემთვის უნდა ეცნობინებინათ ბიუროს გადაწყვეტილებამდე. დამერწმუნეთ, კოლეგიალობა მინიმუმ ამას მოითხოვს", - მიმართა თანაგუნდელებს დავითაშვილმა.  „პროკურატურის შესახებ კანონპროექტს“  მომავალ პლენარულ კვირას განიხილავენ.

0

ავტორი: