იუშნკო მზადაა, საქართველოს, თითქოსდა, მის მასპინძლობაში დახარჯული ფული და საპონი უკან დაუბრუნოს იუშნკო მზადაა, საქართველოს, თითქოსდა, მის მასპინძლობაში დახარჯული ფული და საპონი უკან დაუბრუნოს />


  21:06:22     18-04-2013

იუშნკო მზადაა, საქართველოს, თითქოსდა, მის მასპინძლობაში დახარჯული ფული და საპონი უკან დაუბრუნოს

a24268.jpg

უკრაინის ექს-პრეზიდენტი ვიქტორ იუშჩენკო მზადაა საქართველოს ბიუჯეტს კომპენსაციის სახით გადაუხადოს 400 დოლარი, რომელიც თითქოს ამ ქვეყნის პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა მის მიღებაზე დახარჯა, - განაცხადა „უკრაინსკაია პრავდისთვის“ მიცემულ ინტერვიუში პოლიტიკოსის პრეს-მდივანმა ირინა ვანიკოვამ.

ეს განცხადება გუშინ საქართველოს პარლამენტში მმართველი ძალის წარმომადგენლების მხრიდან გაკეთებული განცხადებების საპასუხოდ გაკეთდა. საპარლამენტო უმრავლესობის დეპუტატები მიხეილ სააკაშვილს სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის ბიუჯეტიდან ფულის არამიზნობრივ ხარჯვას ედავებიან. მათ მიერ დასახელებული ერთ-ერთი ეპიზოდი კი სწორედ საქართველოში სტუმრად ჩამოსული იანუკოვიჩის მომსახურებისათვის გაწეულ ხარჯებს ეხება. საუბარია 591 ლარზე. „უკრაინსკაია პრავდა“ გუშინ გამოქვეყნებული დოკუმენტების საფუძველზე ჩამოთვლის: „მომსახურება გაეწია 7 ადამიანს და მასში შედიოდა - თაფლის მასაჟი, სამი ჩაიდანი ჩაი მურაბით, 6 – 6 ცალი მინერალური და სასმელი წყალი, 7 ცალი საპონი, 7 შამპუნი და 7 წყვილი საბანაო ფეხსამოსი. საკასო ორდერი გაცემულია 2011 წლის 6 აპრილს“.

შემდეგ კი ყოფილი პრეზიდენტის 6 აპრილის სამუშაო გრაფიკია მოყვანილი:„იუშენკოს სამუშაო გრაფიკი 6 აპრილს ასეთი იყო: ის ესწრებოდა და თავმჯდომარეობდა პარტია „ნაშა უკრაინის“პოლიტსაბჭოს პრეზიდიუმის სხდომას. ამგვარად, ამ დღეს ის კიევში, თავის ოფისში მუშაობდა და საქართველოში არ იმყოფებოდა.“

ვანიკოვა ამბობს, რომ პრეზიდენტ იუშენკოს ინსტიტუტი მზადაა გადაუხადოს საქართველოს ბიუჯეტსა და პარლამენტს 400 დოლარი, რაც თითქოს პრეზიდენტმა სააკაშვილმა საზღვარგარეთელი სტუმრის მასპინძლობაზე დახარჯა.

„ვიმედოვნებთ, რომ 400 დოლარი, რომელიც მზად ვართ ჰუმანიტარული დახმარების სახით გადავცეთ, საქართველოს პარლამენტარებს დაეხმარება ქვეყანაში კორუფციის დაძლევაში და არ შერცხვებიან შესმული ჩაისა და გამოყენებული საპნების თვლის გამო. ასევე ჩვენ მზად ვართ, დავუმატოთ ერთი ქოთანი თაფლი, მურაბა და საპონი შამპუნთან ერთად“, - აღნიშნა მან და დასძინა: „ჩემი მხრიდან კი მსურს დავამატო, რომ პრიმიტიულობა დისკუსიისა საქართველოს უმაღლეს საკანონმდებლო ორგანოში 7 ფინჯანი ჩაისა და ერთჯერადი ტაპკების გარშემო, ქართული პარლამენტარიზმისა და ქართული დემოკრატიის მძიმე ინტელექტუალურ კრიზისზე მიუთითებს“, - თქვა ვანიკოვამ.

 

0

ავტორი: