19:08:39     18-04-2013
კახი კალაძე კანონიერ ქურდ ტაივანჩიკთან ერთად…
![a24267.jpg](http://presa.ge/img/multimedia/a24267.jpg)
“პრესა.ჯი”-ს ექსკლუზიურად მიაწოდეს ფოტო, სადაც ცხადად ჩანს, თუ როგორ პოზირებს ენერგეტიკის მინისტრი კანონიერ ქურდთან, ცნობილ კრიმინალურ ავტორიტეტ ალიმჟამ ტახტახუნოვთან. იგივე ტაივანჩიკთან.
ფოტოზე, კალაძე, ტაივანჩიკი და უკრაინელი ფეხბურთელი, შევჩენკო არიან გამოსახულნი. ხმები კალაძისა და ე.წ. კრიმინალური ავტორიტეტების შეხვედრების შესახებ არაერთხელ გავრცელებულა.
ენერგეტიკის მინისტრი კი, ყოველთვის აცხადებდა, რომ კრიმინალურ ავტორიტეტებთან კავშირი არ აქვს.თუმცა, საპირისპიროს ამტკიცებს ეს ფოტო.
სხვათაშორის, ტაივანჩიკთან განსაკუთრებით მეგობრობდა ივანიშვილის ბიზნეს-პარტნიორი და მეგობარი, იარაღით მოვაჭრე გაიდამაკიც, რომელიც ოლიგარქის “როსიისკი კრედიტის” 25 პროცენტს ფლობდა.
0