პატარა ყვარყვარეები - გუშინ „ნაციონალების“,  დღეს „მეოცნებეები" პატარა ყვარყვარეები - გუშინ „ნაციონალების“, დღეს „მეოცნებეები" /> "/> " />


  16:31:36     18-04-2013

პატარა ყვარყვარეები - გუშინ „ნაციონალების“, დღეს „მეოცნებეები"

a24261.jpg

საპარლამენტო არჩევნებში, „ქართული ოცნების“ გამარჯვებით, არა მარტო  პოლიტიკური, არამედ სტუდენტური ცხოვრებაც შეიცვალა. როგორც აღმოჩნდა, მედროვეობამ, არა მარტო პოლიტიკური სივრცე, არამედ თვითმმართველობებიც მოიცვა. სტუდენტთა ნაწილი თვლის, რომ „თბილ სავარძლებზე“ თვითმმართველობების წევრები, ყველაზე ადვილად გაიყიდნენ. 

2008 წელს, თუ მათი აბსოლუტური უმრავლესობა, რუსთაველის გამზირზე, რუსეთის აგრესიას აპროტებდა,  დღეს,  ახალგაზრდებმა ნატოს ზურგი აქციეს. თვითმმართველობის ზოგიერთი წევრები,  „ნაციონალების“ აქციას,  აპოლიტიკურობის მიზეზით გაემიჯნენ.  სტუდენტთა საინიციატივო ჯგუფი კი თვლის, რომ ევროპული მომავლის მხარდაჭერა,  აქციის ორგანიზატორების მხარდამჭერებად არ უნდა აღიქმებოდეს. 

„სტუდენტთა საინიციატივო ჯგუფის სახელით, მინდა გამოვეხმაურო სტუდენტური თვითმმართველობის  მიერ გაკეთებულ განცხადებას, რომლის მიხედვითაც, თვითმმართველობის წარმომადგენლები გვარწმუნებენ, რომ ისინი პოლიტიკურად ნეიტრალურები არიან და ამიტომაც, ხვალ დაგეგმილ აქციას არ უერთდებიან. 

ჩვენთვის ეს განცხადება სრულიად მიუღებელია,  იმ ადამიანებისგან, რომლებიც უნივერსიტეტში და მის გარეთ,  წინასაარჩევნოდ გარკვეული პარტიის სახელით მოქმედებდნენ და პოლიტიკურ აგიტაციას ეწეოდნენ.  მონაწილეობდნენ არაერთ პარტიულ ღონისძიებაში.  

ბევრ მათგანს,  პარტიული მანდატი დღესაც ჯიბეში უდევთ.  აქედან გამომდინარე,  ამ გამოსვლას ვაფასებთ, როგორც გარკვეული პოლიტიკური ინტერესების მქონე პირების მიერ დავალებულს“ - განაცხადა „ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის“ სტუდენტმა გიგა გვასალიამ  “ITV”-ს მედიაკლუბში, სადაც სხვადასხვა სასწავლებლის სტუდენტებმა „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ მიერ დაანონსებულ აქციამდე, ერთი დღით ადრე,  მანიფესტაციაში მონაწილეობის მიზეზები განმარტეს. 

„პრესა.ჯი“- მ საინტერესო ფოტოები მოიპოვა, სადაც „აპოლიტიკური“ სტუდენტები ხან „ქართული ოცნების“ მიტინგზე,  ხან კი „ერთიანი ნაციონალური“ მოძრაობის მაისურებში არიან გადაღებულნი. 

პოლიტიკურ ნეიტრალიტეტზე თავს დებს,   პრემიერ ბიძინა ივანიშვილთან აღბეჭდილი დავით როყვა.  როგორც „პრესა.ჯი“-მ გაარკვია,  ახალგაზრდა „ილიას სახელობის უნივერსიტეტის“ თვითმმართველობაში, „ქართული ოცნების“ გამარჯვების შემდეგ დაწინაურდა. 

მან ჩვენთან აღნიშნულ საკითხზე კომენტარის გაკეთება არ ისურვა. 

ამავე უნივერსიტეტის ვიცე–პრეზიდენტი აკაკი ჭურაძე კითხვას, რამდენად აპოლიტიკურია ის,  როდესაც ანაკლიაში გადაღებულ ფოტოებში  „ნაციონალური მოძრაობის“ მაისურით პოზირებს, თავს არიდებს. 

„პრეზიდენტ“ მიხეილ სააკაშვილის მიერ დაფინანსებულ სემინარებზე, კარგად ერთობოდა, ტექნიკური უნივერიტეტის თვითმმართველობის პრეზიდენტი ბესო ანჯაფარიძე, რომელიც თანამდებობას დღესაც იკავებს.    ხვალინდელ აქციაში მონაწილე სტუდენტებს ანჯაფარიძეც გაემიჯნა.  მასაც იქაური ქუდი ახურავს, სადაც თავს კომფორტულად გრძნობს. 

როგორც ხედავთ, კომპრომატების ომი, არა მარტო პარლამენტში, არამედ უმაღლეს სასწავლებლებშიც შემოვიდა მოდაში.

0

ავტორი: