11:50:03     18-04-2013
პოლიცია დათა ახალაიას ჩამოსვლას ელოდებოდა

„ინფორმაციას გადმოლახა თუ არა დათა ახალაიამ დღეს სარფის გამშვები პუნქტი არ გიდასტურებთ, დაველოდოთ მოვლენების განვითარებას“,- განუცხადა „პრესა.ჯი“-ს ინტერპოლის მიერ ძებნიული, „კუდი“-ს ყოფილი ხელმძღვანელის ადვოკატმა ირაკლი ზაქარეიშვილმა.
კითხვაზე შეიძლება თუ არა დათა ახალაიამ საქართველოს საზღვარი უახლოეს დღეებში გადმოლახოს, ადვოკატი კომენტარს არ აკეთებს.
შეგახსენებთ, რომ ანალიტიკური პორტალი „პრესა.ჯი“ ახალაიას საქართველოში ჩამოსვლაზე რამოდენიმე დღის წინ წერდა. ახალაიას სკანდალური წერილის შემდეგ, შინაგან საქმეთა სამინისტროს ყოფილი თანამშრომლები არ გამორიცხავენ, რომ „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ მიერ დაგეგმილი აქციიდან, ერთი დღით ადრე, საქართველოში, კუდის ყოფილი შეფი დათა ახალაია, სამხედრო პოლიციის დეპარტამენტის ყოფილი უფროსი და ახალაიების მეგობარი მეგის ქარდავა, ინტერპოლით ძებნილ, კუდის მაღალჩინოსან სოსო თოფურიძესთან ერთად, სამშობლოში დააბრუნონ.
როგორც „პრესა.ჯი“-ს აცნობეს, წითელი ცირკულარით ძებნილ ყოფილ მაღალჩინოსნებს საზღვრამდე უსაფრთხოდ გადაადგილების პირობა ამჟამინდელმა ხელისუფლების წარმომადგენლება მისცეს.
ინფორმაცია, რომ დათა ახალია, მეგის ქარდავა და სოსო თოფურიძე საქართველოში სარფის გავლით ბრუნდებოდნენ, გუშინ კიდევ ერთხელ გავრცელდა.
მთელი ღამის განმავლობაში სამართალდამცველთა სიმრავლე იყო სარფის გამშვებ პუნქტზე. ჟურნალისტებმა აღნიშნულ ტერიტორიაზე აჭარის საპატრულო პოლიციის ხელმძღვანელი თეიმურაზ კუპატაძე, თანმხლებ პირებთან ერთად დააფისსირეს.
„პრესა.ჯი“-ს კორესპოდენტის ცნობით, სამართალდამცავებმა სარფი 05:00 საათზე დატოვეს.
0