ჩანახი ჩანახი />


  13:31:21     14-01-2011

ჩანახი

a3101.jpg

მასალა: 800 გრამი ცხვრის ხორცი, 500 გრამი პომიდორი, 6 ცალი ბადრიჯანი, 1 პატარა თავი ნიორი, 200 გრამი ხახვი, თითო კონა რეჰანი, ოხრახუში, 2 ცალი კარტოფილი, მარილი – გემოვნების მიხედვით.

ჩანახი თიხის ქოთანში კეთდება, (თუ საშუალება გაქვთ, ყოველი ულუფა ცალკე თიხის ჯამში მოამზადეთ).

ქოთნის ფსკერზე დააწყეთ თხლად დაჭრილი მსუქანი ხორცის მოზრდილი ნაჭრები, ზედ დაადეთ რამდენიმე ბადრიჯანი, რომლებიც დატენილი უნდა იყოს მარილმოყრილი დუმის ნაჭრებით, ნივრით, წვრილად დაჭრილი ხახვით, ოხრახუშით და რეჰანით. ზემოდან დაადეთ 2–3 ცალი საშუალო ზომის პომიდორი და სიგრძეზე  ორად გაჭრილი კარტოფილი. კვლავ მოაყარეთ მარილი და შედგით ქურაში. ჯერ თავდახურულად ხარშეთ, შემდეგ – თავღიად. დაახლოებით 1,5 საათის შემდეგ ჩანახი მზად იქნება.

0

ავტორი: