23:38:07     17-04-2013
პრეზიდენტი: 19 აპრილთან დაკავშირებით მთავრობა ზედმეტად ნერვიულობს... (ვიდეო)

მიხეილ სააკაშვილმა სამთავრობო დაცვის სპეციალური სამსახურის მიერ გაწეული ხარჯებისა და
19 აპრილს დაგეგმილი აქციის თაობაზე გააკეთა
კომენტარი და განაცხადა, რომ მსგავსი ხარჯები ნებისმიერი ქვეყნისთვის ნორმალური ფაქტია, 19 აპრილთან
დაკავშირებით კი აღნიშნა, რომ მთავრობამ ზედმეტად არ უნდა ინერვიულოს, რადგან ამ დღეს
არაფერი განსაკუთრებული არ ხდება და ეს ჩვეულებრივი პოლიტიკური პროცესია.
აღნიშნული განცახდება საქართველოს პრეზიდენტმა დღეს ახალქალაქისა და
კუმურდოს ეპარქიაში სტუმრობისას გააკეთა, სადაც
ეპარქიის
წინამძღვარი, მიტროპოლიტი ნიკოლოზი ჯავახეთის რეგიონში გაწეული ღვაწლისთვის ბრწყინვალების საპრეზიდენტო ორდენით დააჯილდოვა. ქვეყნის პირველმა პირმა
ტაძარში შეკრებილ მრევლსაც მიმართა და მათთან მეუფე ნიკოლოზის დამსახურებებზე ისაუბრა. მიხეილ სააკაშვილმა ყურადღება მის
საგანმანათლებლო და
სასულიერო მოღვაწეობის შესახებ გაამახვილა. როგორც პრეზიდენტმა განაცხადა, მეუფე
ნიკოლოზმა დიდი
წვლილი შეიტანა სხვადასხვა ეთნიკური ჯუფის წარმომადგენელთა დაახლოების საქმეში.