სერგო რატიანი:  ხელისუფლებისთვის  მოკავშირე,  შეიძლება იყოს მხოლოდ რუსეთი სერგო რატიანი: ხელისუფლებისთვის მოკავშირე, შეიძლება იყოს მხოლოდ რუსეთი />


  14:11:55     17-04-2013

სერგო რატიანი: ხელისუფლებისთვის მოკავშირე, შეიძლება იყოს მხოლოდ რუსეთი

a24236.jpg

აგვისტოს ომი და პრეზიდენტის შესაძლო დაკითხვა, პოლიტიკოსებისა და ექსპერტებისთვის, დღესაც მთავარი თემაა. 

მიხეილ სააკაშვილი მზად არის,  რომ აგვისტოს ომის თაობაზე პარლამენტში მივიდეს, თუმცა იქვე აცხადებს, რომ სხვა თემაა ომის სამართლებრივი გამოძიება, რომელიც ქვეყნის ინტერესებს დააზიანებს. 

როგორც ქვეყნის პირველმა პირმა,  გადაცემა „პოზიციაში“ სტუმრობისას აღნიშნა, ამერიკის ხელმძღვანელობაში როკის გვირაბის დაბომბვის თემაც განიხილებოდა.

პრეზიდენტის ინიციატივას, რომ პარლამენტის საგამოძიებო კომისიასთან ითანამშრომლოს,  მიესალმებიან „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ წევრები. 

საპარლამენტო უმცირესობის წევრის,  სერგო რატიანის განცხადებით, ომთან დაკავშირებული  ბრალდება,  საქართველოს მაშინდელი ხელისუფლების წინააღმდეგ,  წარმოადგენს ბრალდებას სახელმწიფოს წინააღმდეგ. 

სერგო რატიანი:  ეს არის ბრალდება, რომელიც მიმართულია საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის წინააღმდეგ.  ამ ბრალდებაში,  დღევანდელი ხელისუფლებისთვის,  ერთადერთი მოკავშირე,  შეიძლება იყოს მხოლოდ და მხოლოდ რუსეთი. 

ირმა ნადირაშვილის განცხადებით კი,  საკითხის დაყენება, თუ ვინ დაიწყო ომი,  წარმოადგენს რუსეთის წისქვილზე წყლის დასხმას. 

ნადირაშვილი: იმის გამო რომ,  შენ რაღაც დავალება გაქვს,  ან გამოძრავებს  სიძულვილი პოლიტიკური ოპონენტების მიმართ და ამ მიზეზით გინდა საკუთარი ქვეყანა დააზიანო და იდგე ოკუპანტის პოზიციაზე,  ამას გამართლება არ აქვს. 

ოპოზიციისგან განსხვავებით,  გამოძიების ჩატარების აუცილებლობაზე საუბრობს „ქართული ოცნების“  წევრი ეკა  ბესელია.  „სააკაშვილთან კითხვები აქვთ, როგორც პარლამენტის წევრებს,  ისევე სავარაუდოდ აქვს კითხვები გამოძიებასაც, რომელიც აუცილებლად უნდა ჩატარდეს“,- აცხადებს ბესელია. 

მისი თქმით, გამოძიება უნდა ჩატარდეს, იმ კუთხით არღვევდა თუ არა ხელისუფლება ომის პერიოდში ადამიანის უფლებებს.  ბესელია დარწმუნებულია, რომ  გამოძიება ქვეყნის, ეროვნულ ინტერესებს არ დააზიანებს. 

განსხვავებული პოზიცია აქვს ექსპერტ ოთარ კახიძეს.  მისი  განცხადებით, აგვისტოს ომის გამოძიება ქვეყნის ინტერესებისთვის სახარბიელო არ იქნება.  კახიძე:  არ შეიძლება, ქვეყნის ეროვნული ინტერესების ხარჯზე,  პოლიტიკური დივიდენების მიღება.  უმჯობესი იქნება,  თუ მმართველი პარტია პოლიტიკურ ოპონენტს დაუპირისპირდება და არ გამოიყენებს გამოძიების დაწყებას,  პრეზიდენტის დადანაშაულებას,  ეს ნაბიჯები ჩვენს ინტერესებს დააზარალებს.

0

ავტორი: