19 აპრილს მთავრობას,  გამაფრთხილებელ აქციას ბათუმშიც მოუწყობენ 19 აპრილს მთავრობას, გამაფრთხილებელ აქციას ბათუმშიც მოუწყობენ />


  13:05:54     17-04-2013

19 აპრილს მთავრობას, გამაფრთხილებელ აქციას ბათუმშიც მოუწყობენ

a24234.jpg

19 აპრილს, ახალ ხელისუფლებას თბილისის მსგავსად, გამაფრთხილებელ აქციას ბათუმელებიც მოუწყობენ. 39–ე პოლკის მიმდებარე ტერიტორიაზე,  ბარაკებში მცხოვრებლები,  აღსრულების ეროვნული ბიუროს იმ განცხადებას აპროტესტებენ, რომლის მიხედვითაც,  პოლკის მიმდებარე ტერიტორიაზე ბარაკების დემონტაჟი დაიწყო.  

როგორც „პრესა.ჯი“-ს ბათუმიდან აცნობეს, დემონტაჟი გუშინ, ყოველგვარი   კომისიის დასკვნის გარეშე დაიწყო.  „პარასკევს,  აქ მოვიდნენ შუახევის რაიონის გამგეობიდან, ამირჩიეს  კომისიის წევრად.  წავედი შუახევში გუშინ, დღეს მოვედი და სახლი დანგრეული დამხვდა. ეს იყო ჩემთვის მატყუარა საფუძველი იმისა, რომ მე ქალაქიდან გავსულიყავი და ჩემი შენობა დაენგრიათ. ჩემი შენობა კი არ დაშალეს, გაანადგურეს, მე მივმართავ სასამართლოს და მოვითხოვ აღდგეს სამართალი“-  ამბობს ბარაკში მცხოვრები  გენო გოგიტიძე. 

თავის მხრივ,   ბათუმის ზედამხედველობის სამსახურის არქმშენ–ინსპექციის განყოფილებაში აცხადებენ, რომ  აღნიშნულ  ტერიტორიაზე,  შენობები უნებართვოდაა ჩადგმული და მათ არაერთხელ გააფრთხილეს აქ მცხოვრებლები, რომ ტერიტორია უნდა გათავისუფლებულიყო, თუმცა მოქალაქეები უარს აცხადებდნენ.  აღსანიშნავია, რომ 39–ე პოლკის მიმდებარე ტერიტორიაზე,  ბარაკებში მცხოვრებთა უმრავლესობა,  სოციალურად დაუცველია.

0

ავტორი: