12:33:14     17-04-2013
შარიათის სასამართლო ლაფანყურის მოვლენებს განიხილავს?
კახეთში, სოფელ ლაფანყურთან, ლოპოტას ხეობაში ჩეჩენი მებრძოლების ლიკვიდაციის საკითხს და შს სამინისტროს სპეცოპერაციასთან დაკავშირებულ მოვლენებს შარიათის სასამართლო განიხილავს. კახეთის საინფორმაციო ცენტრის ექსკლუზიური ინფორმაციით, სასამართლო მაისში, თურქეთში შედგება. განხილვაზე ის ჩეჩნებიც არიან დაბარებულები, რომლებიც საქართველოს ანტიტერორისტულ ცენტრთან თანამშრომლობაში და ჩეჩენი მებრძოლებისთვის ღალატში არიან ეჭვმიტანილები.
როგორც კახეთის საინფორმაციო
ცენტრი წერს, შარიათის სასამართლოს დაესწრება ახმედ ჩატაევიც, რომელიც ამჟამად ავსტრიაში იმყოფება, სადაც მისი ოჯახი ცხოვრობს და
პარალელურად მკურნალობას გადის.
როგორც ჩეჩენმა
მებრძოლებმა კახეთის საინფორმაციო ცენტრს აცნობეს, შარიათის სასამართლოს მიერ
ლაფანყურის საქმის განხილვის შემდეგ, დიდი ალბათობით მოსალოდნელია, რომ რამდენიმე
ყოფილ ქართველ მაღალჩინოსანზე და მათ შორის რამდენიმე ჩეჩენზე ლიკვიდაციის
ბრძანება გაიცეს.
შარიათი ყურანზე და მუჰამედის გამოთქმებზეა დაფუძნებული. შარიათის სასამართლოს ყადი (მოსამართლე) ზედამხედველობს, რომელსაც სამართლებრივი ინტერპრეტაცია ღრმად უნდა ჰქონდეს შესწავლილი. შარიათი შეიძლება იყოს ძალიან მკაცრი გარკვეულ საკითხებში, მათ შორის მაშინ, როცა საქმე ღალატს და ადამიანების მკვლელობას ეხება.
0