10:22:08     17-04-2013
სააკაშვილი: სიამოვნებით ვიქნები პრემიერის უფასო კონსულტანტი

„2009 წელს აღლუმი
მიტინგებით ჩაგვიშალეს, 2012 წელს აღლუმის ჩაშლა, ბურჯანაძემ მოითხოვა, თუმცა
აღლუმი არის სიმბოლო, რომელიც დარჩება, პრეზიდენტები და პრემიერები კი ყოველთვის
გამოიცვლებიან", - განაცხადა პრეზიდენტმა.
„ძალიან ბევრი ამბობს, აუჩემებიათ ერთი და იგივე: „წაგებული ომი, წაგებული ომი..." თუ წაგებული ვართ, როგორ ვზივართ მაშინ აქ? როგორ ფრიალებს ქვეყანაში ხუთჯვრიანი დროშა? წაგებული მაშინ ვიყავით, როცა შევარდნაძე მიეახლა ელცინს და მუხლებზე დაეცა მის წინ, ელჩინმა ბოლო შეხვედრისას მითხრა, რომ შევარდნაძეს ვერ იტანდა, მაგრამ მაინც გადაარჩინა სოხუმში, რადგან მისგან უკვე ყველაფერი ჰქონდა მიღებული, რისი მიღებაც შეეძლო", - თქვა მიხეილ სააკაშვილმა ნინო შუბლაძესთა, "პოზიციაში". სააკაშვილი მზადაა 26 მაისს ავღანეთში წავიდეს, „ოღონდ ამათ, ჩაატარონ აღლუმი“.
პრეზიდენტი აცხადებს, რომ მზადაა, ივანიშვილის ხელისუფლების უფასო კონსულტანტი გახდეს, საპრეზიდენტო ვადის ამოწურვამდე კი, ქვეყნის სუვერენიტეტისთვის საფრთხეების აცილებას გეგმავს.
„მაქვს გეგმა, რომ დარჩენილ 6-7 თვეში, ყველაფერი გავაკეთო, რომ ქვეყნის სუვერენიტეტი არ დადგეს საფრთხის ქვეშ. პირველი, რასაც მე გავაკეთებდი ხელახლა, არის ის რომ, გავწევდი ცალკე პოლიციას, გავწევდი ფინანსურ პოლიციას, ბევრად უფრო კარგად მოვახდენდი იდენტიფიცირებას გაჭირვებული ფენებისა და ბევრად მეტ დახმარებას გავცემდი. მოვახდენდი სრულ ორიენტაციას ისეთ პროექტებზე, რომელიც მარტო ლამაზი კი არაა, შემოაქვს ფული.
მაგალითად, ბევრად მეტ ადამიანს გავგზავნიდი უცხოეთში და ბევრ ფულს ჩავდებდი განათლების სექტორში და ჩავდებ კიდეც, ალბათ, მოგვეცემა ამის საშუალება. მე ყველაფერს გავაკეთებ რომ ეს მონაპოვარი შევინარჩუნოთ. მინდა ახალ ხალხს გავუხსნა გზა პოლიტიკაში და თუ ვინმეს ტრაქტორისტად არ უნდა ჩემი აყვანა, მე უარს ვამბობ ბევრი საერთაშორისო ორგანიზაციის შემოთავაზებაზე და დავრჩები საქართველოში, ჩემი სული და გული არის საქართველოში. მე დავპირდი ანწუხელიძის შვილებს, რომ სანამ საქართველო ამ ბრძოლაში არ გაიმარჯვებს, სანამ ბოლომდე არ იქნება თავისუფალი, მე ამ ბრძოლიდან არ გავალ. სანამ საქართველო არ არის ბოლომდე ჩაბეტონებული ევროპულ სივრცეში, სანამ არის საფრთხე - ჩვენ უნდა ვიყოთ მობილიზებული.
თუ ამ მთავრობას შევუწყობ ხელს, მე სიამოვნებით ვიქნები მათი უფასო კონსულტანტი, მე ვიქნები პრემიერის კონსულტანტი საპრეზიდენტო არჩევნებშიც და მერეც, თუ თვითონ მოინდომებს - რომ გადარჩეს ეს ქვეყანა და წავიდეს წინ. უფრო დიდი სიამოვნებით ვიქნები მათი კონსულტანტი, ვიდრე ოპოზიციაში.“ - განაცხადა სააკაშვილმა.
0